Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
მაისი 2017 / გამოცემა N5
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ENPARD თბილისში ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას შეუერთდა

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
7 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში (EU), ვროკავშირის წევრი 18 ქვეყნის საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისში, რიყის პარკში ევროპის დღის აღსაღნიშნავი ღონისძიება გამართა. ENPARD წარმოდგენილი იყო ცალკე კარავით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივებითა და მათი უგემრიელესი პროდუქციით, ასევე სოფლის განვითარების საინფორმაციო კუთხით და თემატური გასართობი პროგრამით ბავშვებისთვის! საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ENPARD-ის კარავი მოინახულეს.   
 
image
 
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ENPARD-ის კოოპერატივებს შეხვდა
 
“კოოპერატივები არის სოფლის განვითარების წინაპირობა. მინდა, რომ დაგეხმაროთ ENPARD-ის პროგრამას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ კოოპერატივებს თქვენი საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში.“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ფერმერებთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
თეთრიწყაროს განვითარების ევროკავშირის ახალი პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
 
სამუშაო შეხვედრა პროექტის განმახორციელებელი პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის გზების განსაზღვრას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირის ბენეფიციარი საქართველოში პირველად ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს ატარებს
 
პირველად საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევში სტარტი აიღო ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატმა. სპორტული ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტში საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციისა და ENPARD-ის ბენეფიციარის, რაფტინგ კლუბ „ჯომარდია“-ს მიერაა ორგანიზებული. ჩემპიონატში რაფტინგის თერთმეტამდე გუნდს შორის საქართველოც მონაწილეობს.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტები საქართველოში სურსათის დანაკარგებს აფასებენ
 
ორგანიზაციებმა CARE და ISET ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა წარმოადგინეს
 
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ ფერმერებისთვის სემინარები ჩატარდა
 
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სამეგობრო 2014“

5 წევრიან კოოპერატივში მღალი ხარისხის ქვირითსა და ლიფსიტს აწარმობენ. ევროკავშირის დახმარებით, კოოპერატივმა შეძლო სამი ახალი ავზის მოწყობა, მეურნეობის ეზოს შემოღობვა, წყლის სისტემისა და საქვირითე და სალიფსიტე ნაგებობების მოწყობა, თევზის ტრანსპორტირებისთვის ავტომობილის შეძენა. საგრანტო დახმარების გარდა, კოოპერატივმა გაიარა ტრენინგებიც. შედეგად, „სამეგობრო 2014-ის“ შემოსავლები ერთ წელიწადში 43%-ით გაიზარდა.

.
image
ENPARD-ის სოფლის განვითარების ინიციატივა რაფტინგ კლუბი „ჯომარდია“

ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა რაფტინგ კლუბი „ჯომარდია“ ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. „ჯომარდიამ“ შეიძინა საჯომარდოები, კაიაკები, სლალომის ნავები, ველოსიპედი და სპეციალური აღჭურვილობა. ასევე კლუბმა მდინარეზე გააკეთა ზიპ-ხაზი, ჯამში 400 მეტრამდე და დაასაქმა 25 ადამიანი, მათ შორის 12 ქალი. შედეგად, კლუბის მომხმარებლების რაოდენობა გაორმაგდა და წელიწადში მისი მომსახურებით 2000-ზე მეტი ტურისტი სარგებლობს.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის ინტერვიუ ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების და ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებაში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
სოფელი და მისი განვითარება - საუბრობენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე და ENPARD -ის პროგრამის ბენეფიციარი ბორჯომში, დავით ქაცარავა.
 
გაიგეთ მეტი
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში
 
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი ENPARD -ის კოოპერატივებს შეხვდა

 
ევროკავშირი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს
 
ევროკავშირი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს
 
ENPARD-ის კოოპერატივების კვლევა
 
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ქართული ჩაის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შესახებ კვლევა აფასებს ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს და გვთავაზობს რეკომენდაციებს სექტორის განვითარებისთვის. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. თუმცა საქართველოს ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. პლანტაციები გაველურებულია, გადამუშავებაში ჩართულ საწარმოებს კი არ აქვთ საკმარისი კაპიტალბრუნვა. გლობალური კონკურენციის ბუნებიდან გამომდინარე, ქართველი მწარმოებლებისა და გადამამუშავებლებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ფეხის მოკიდება რთულია.

 კვლევა სრულად იხილეთ აქ

7b77dcc7-dbc6-4958-b710-42e369439e00.png

ქართული კალმახის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შესახებ კვლევაში განხილულია სექტორში არსებული მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობები. საქართველო მტკნარი წყლებით მდიდარი კავკასიური ქვეყანაა, რაც მას კარგ პოზიციაში აყენებს მაღალი ხარისხის კალმახის საწარმოებლად. თუმცა, ქართული კალმახის სექტორს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და რიგი შეზღუდვები, რაც აფერხებს მის განვითარებას.

კვლევა სრულად იხილეთ აქ
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

სტატიაში მიმოხილულია სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის კავშირებისა და სექტორის განვითარებისთვის მათი მნიშვნელობა, ENPARD-ის მიერ დაფინანსებული კოოპერატივის „სამეგობრო 2014“-ის მაგალითზე. აქვე განხილულია სხვადასხვა ტიპის კავშირები და მათ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელთა გათვალისწინებაც სიცოცხლისუნარიანი ბიზნესმოდელის გასავითარებლად აუცილებელია.

სტატია იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD