Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ივნისი 2017 / გამოცემა N6
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ვროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის ვიზიტი ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტებში კახეთში

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
2017 წლის 16-17 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი კახეთში ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილ სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტებს ეწვია. ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა ENPARD-ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ვენახები, ხეხილის ბაღები, სოფლის განვითარების ინიციატივები და შეხვდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, იანოშ ჰერმანმა მონაწილეობა მიიღო კლიმატის დიპლომატიურ კვირაში და ლაგოდეხში, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, დასუფთავების აქციაში ჩაერთო. ასევე, მან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ლაგოდეხის დენდროლოგიურ პარკში ხე დარგო. ელჩი შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში და ევროკავშირის „ტვინინგის“ პროგრამით მხარდაჭერილი ნაკრძალის საინფორმაციო ცენტრიც მოინახულა. ვიზიტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტებში ლაგოდეხში დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ENPARD-ის ტერასისა და ლიტერატურული კაფის გახსნით დასრულდა.    
 
image
 
მედიის წარმომადგენლები ENPARD-ის პროგრამას და კახეთში მხარდაჭერილ პროექტებს გაეცნენ
 
საქართველოს წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენელმა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან ერთად კახეთში მხარდაჭერილი პროექტები დაათვალიერეს. ორდღიანი ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები დაესწრნენ მედია სემინარს და ესტუმრნენ რეგიონში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და სოფლის განვითარების ინიციატივებს.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ENPARD-ის კოოპერატივებმა თელავში ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს
 
ევროპის დღეზე, ნადიკვარის პარკში მოსულ სტუმრებს ევროკავშირის მხარდაჭერილი ინიციატივების მიერ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნებისა და შეძენის საშუალება ჰქონდათ. კოოპერატივს “სანთელი 2015” სტუმრებისთვის წარმოდგენილი ჰქონდა თაფლი, კოოპერატივის “ნერგები” წევრები კი დამსწრეებს ბიო კიტრით გაუმასპინძლდნენ. ამასთან, ENPARD-ის კარავში საინფორმაციო კუთხეც იყო მოწყობილი.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ესპანეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ
 
ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება“ ფარგლებში, ესპანურმა ორგანიზაციამ EVOLUXER-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისთვის ესპანეთში სასწავლო ტური გამართა. ტურის მონაწილეები 2017 წლის მარტს იქნენ გამოვლენილნი, EVOLUXER-ის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლატარეაში.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
შედეგების შემფასებელი დამოუკიდებელი მისია საქართველოში ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტებს დადებითად აფასებს
 
ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომის შესახებ აჭარაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისთვის ტრენინგები ჩატარდა
 
საქართველოს რეგიონებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ ფერმერებისთვის მორიგი სემინარები ჩატარდა
 
ევროკავშირის მხარდაჭერით აგრობიზნესის საჭიროებების კვლევა ჩატარდა

გორში შიდა-ქართლის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონული ფორუმი გაიმართა

 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
მედიის ყურადღების ცენტრში: ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი კახეთში ENPARD-ის პროექტებს სტუმრობს

ევროკავშირი, მედია და ENPARD-ის ბენეფიციარები ერთ სივრცეში. გაეცანით კახეთის რეგიონში განხორციელებულ ორდღიან ტურს და ლაგოდეხისა და ყვარლის იმ კოოპერატივებისა და სოფლის განვითარების ინიციატივების მოკლე ისტორიას, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, მედიის წარომადგენლებთან ერთად, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოინახულა.

.
image
სოფლის განვითარების ინიციატივა „ხურმისა და ალუჩის ბაღის სარწყავი სისტემები“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაუსაძლისი გვალვების გამო, ინდ. მეწარმე გია კუბლაშვილის ხეხილის ბაღს პრობლემა ექმნებოდა. ევროკავშირის მხარდაჭერით, ბაღი აღიჭურვა თანამედროვე სარწყავი სისტემით და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურით. შედეგად, გაუმჯობესდა ნაყოფის ხარისხი და პროდუქციის რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა შემოსავლებიც.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და მედიის წარმომადგენლები ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს სტუმრობენ - TV პირველი
 
 
.
 
image
 
ევროკავშირის ელჩი კახეთში ევროკავშირის პროექტების ბენეფიციარებს ხვდება - რუსთავი2
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში
 
ევროკავშირის ელჩი კახეთს სტუმრობს - იმედი
 
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი კახეთში - კახეთის ხმა
 
სოფლის განვითარება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - GARB
 
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შედეგების ანალიზი მომზადდა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. არსებული კვლევა განხორციელდა „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში. მისი მიზანია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შედეგების ანალიზი და მისი ეფექტურობის შეფასება.


პუბლიკაცია იხილეთ აქ
  5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

სპეკულაცია შესაძლებელია ყველა სახის ბაზარზე; თუმცა ყველაზე ხშირად სპეკულაცია გვხვდება ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციებისა და ვალუტის ბაზრებზე. სასოფლო-სამეურნეო საქონელიც ხშირად ხდება სპეკულატორების სამიზნე. ბლოგის ავტორები განიხილავენ, რა არის სპეკულაცია, როგორ მუშაობს ის და როგორ გავუმკლავდეთ სპეკულაციას სურსათის ბაზრებზე.

სტატია იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD