Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ივლისი 2017 / გამოცემა N7
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ENPARD-ის პარტნიორებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოოპერატივების კვლევის შედეგები წარადგინეს

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
ENPARD-ის ფარგლებში, ორგანიზაციამ CARE და მისმა პარტნიორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითმა ინსტიტუტმა, ENPARD-ის განმახორციელებელ სხვა პარტნიორებთან (Oxfam, Mercy Corps, People in Need და UNDP აჭარა) მჭიდრო თანამშრომლობით წარადგინა ENPARD-ის კოოპერატივების კვლევის შედეგები. კვლევა აფასებს 2014-2016 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი კოოპერატივების საქმიანობას.

საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა კოოპერატივებმა აჩვენა განვითარების დადებითი დინამიკა. გამოკითხული 254 კოოპერატივიდან 2016 წელს 39% იყენებდა დაქირავებულ შრომას, იგივე მონაცემი 2015 წელს 36%-ს შეადგენდა. განვითარების ტენდენცია შესამჩნევია ასევე თუ დავაკვირდებით კოოპერატივის მიერ გამოყენებულ ძირითადი აქტივების საშუალო ღირებულებას, რომელიც 2016 წელს ერთ კოოპერატივზე გაიზარდა 60%-ით 2015 წელთან შედარებით, ხოლო 200%-ით 2014 წელთან შედარებით. გარდა ამისა, კოოპერატივების უმრავლესობამ (გამოკითხულთა 76%-მა) განაცხადა, რომ კოოპერატივის საქმიანობის განსავითარებლად მოახდინა მიღებული მოგების მნიშვნელოვანი ნაწილის რეინვესტირება.
   
 
 
image
 
ლიმერიკის უნივერსიტეტმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე ENPARD-ის კვლევითი პროექტის შედეგები წარადგინა
 
ლიმერიკის უნივერსიტეტმა, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტთან (RAPDI) ერთად, ENPARD-ის პროექტის კვლევითი საქმიანობის შედეგები წარადგინა. ღონისძიებაზე განიხილეს უწყვეტი განათლების მნიშვნელობა მეფუტკრეებისთვის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის როლი, თაფლის ღირებულების ჯაჭვის ნალიზი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის შეფასება და სხვა.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე იმერეთსა და რაჭაში ENPARD-ის პროექტებს ეწვია
 
იმერეთის სოფელ კვალითში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშრის სოფლის მეურნეობის ატაშე კრისტინა კასელამ საზეიმოდ გახსნა ENPARD-ის ფარგლებში ჩამოყალიბებული თხილის მწარმოებელი კოოპერატივი „ტირიხულა“. იმერეთში, ქნ. კასელა ENPARD-ის კიდევ რამოდენიმე ბენეფიციარს ეწვია. კრისტინა კასელა რაჭის რეგიონსაც სტუმრობდა, სადაც თაფლის კოოპერატივი მოინახულა. შედგა ვიზიტი მევენახეობისა და ცხოველის საკვების მწარმოებელ კოოპერატივებშიც ამბროლაურში.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ვიზიტი ორგანიზაცია „მერსი ქორფს“-ის ENPARD-ის კოოპერატივებში ვანის მუნიციპალიტეტში
 
ვიზიტის მიზანი იყო ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. სტუმრები ეწვივნენ ევროკავშირისა და „მერსი ქორფსის“ მიერ მხარდაჭერილ შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს: კენკროვანების კოოპერატივი „ისრითი“, ბოსტნეულის კოოპერატივი „სოფლის ნობათი“, მეფუტკრეობისა და თაფლის მწარმოებელი კოოპერატივი „ორე ეტ ლაბორა“ სოფელ ციხესულორში, და კოოპერატივის „ჭყვიში“ ბოსტნეულის სათბური სოფელ ჭყვიშში.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფში მედია ტური გამართა
 
EVOLUXER-ის ორგანიზებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გერმანიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ
 
ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებში და ქალთა კლუბებში გაერთიანებული ქალების გაძლიერების შესახებ თბილისში კონფერენცია გამართა
 
EVOLUXER-მა წარმოების ორგანიზების კოოპერაციული პრინციპებისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ ბათუმში საჯარო სემინარი გამართა

ქართული ღვინის მწარმოებელი კოოპერატივები 2017 წლის ღვინის ფესტივალზე პრაღაში

 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
სოფლის განვითარების ინიციატივა „მარწყვის სათბური“

ოჯახური მეურნეობა, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა - სოფლის განვითარების ინიციატივა "მარწყვის სათბური" ხელს უწყობს სასათბურე მეურნეობის განვითარებას ლაგოდეხში. აქ ევროკავშირის დახმარებით, გაშენდა 408 კვ.მ სათბური, დაირგო 8000 ძირი სხვადასხვა ჯიშის მარწყვი, სათბური აღიჭურვა თანამედროვე გათბობის, ვენტილციისა და სარწყავი სისტემებით. შედეგად კი, პროდუქციის წარმოება გაიზარდა.

.
image
მიტლაიდერი - ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელმაც, შესაძლოა, ძირეული გარდატეხა შეიტანოს სოფლის მეურნეობაში

კლიმატის ცვლილების პირობებში, ინოვაციური მიდგომები საციცოცხლო მნიშვნელობას იძენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ, ორგანიზაციის "ადამიანი გაჭირვებაში" მიერ მხარდაჭერილი, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მიდგომა არის მიტლაიდერის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს მოსავლის მოყვანას სპეციალური ყუთების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას აძლევს ფერმერებს მოსავალი მოიყვანონ მცირე ფართზე, არასტაბილურ და მკაცრ კლიმატურ პირობებში, ცუდ ნიადაგზე.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ევროკავშირის როლი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში
 
 
.
 
image
 
იმერეთში ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ტირიხულა“ ოფიციალურად გაიხსნა
 
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები

ბევრ ქვეყანაში სურსათის უვნებლობა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა. განმარტების თანახმად, „სურსათის უვნებლობა გულისხმობს იმ პირობებსა და პრაქტიკებს, რაც ინარჩუნებს სურსათის ხარისხს და თავიდან გვარიდებს დაბინძურებას ან სურსათით გამოწვეულ დაავადებებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურსათის უვნებლობის მიზანია, დაიცვას ადამიანების, ცხოველების, მცენარეების ჯანმრთელობა სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ევროკავშირის მიერ დადგენილი „ფერმიდან-სუფრაზე“ პრინციპის შესაბამისად. რამდენად უვნებელია საკვები საქართველოში? გაეცანით პუბლიკაციას, შეიტყვეთ არსებული გამოწვევების შესახებ და თვალი გადაავლეთ რეკომენდაციებს სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად.


პუბლიკაცია იხილეთ აქ
  5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს შეთანხმება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უქმნის. თუმცა ევროკავშირის ბაზარს სურსათის უვნებლობის მკაცრი მოთხოვნები აქვს, რაც ართულებს ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. ეს განსაკუთრებით ეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მკაცრად რეგულირდება. ქართულმა მატყლმა გასულ წელს წარმატებით დააკმაყოფილა საჭირო სტანდარტები და გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე (რომელიც ჯერჯერობით კვლავ ევროკავშირის წევრია) ექსპორტზე გავიდა. ეს ნამდვილად წარმატებაა!

სტატია იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD