Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
აგვისტო 2017 / გამოცემა N8
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზოგადოებას წარუდგინა „საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი“, რომელშიც ასახულია მოცემულ წლებში სოფლის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ინფორმაცია.

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

 
 
image
 
ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ ENPARD-ის ბენეფიციარი კოოპერატივებისთვის იმერეთში გაცვლითი ვიზიტი მოაწყო
 
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ ENPARD-ის სხვა პარტნიორი ორგანიზაციების – „ადამიანი გაჭირვებაში“, „ოქსფამის“ და „ქეას“ მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების წარმომადგენლებს მის ერთ-ერთ ბენეფიციარ კოოპერატივში უმასპინძლა. ვიზიტი იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანში შედგა. ღონისძიების მიზანი იყო ძველი ქართული ტრადიციული ქვევრის წარმოების ტექნოლოგიის პრაქტიკული დემონსტრირება პროგრამის ბენეფიციარი სხვა კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მეღვინეობა-მევენახეობის დარგში მოღვაწეობენ.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სათემო მობილიზაციის შეხვედრები ჩატარდა
 
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), აჭარის რეგიონში პარტნიორ ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად, ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 9 თემის 64 სოფლის მოსახლეობასთან სათემო მობილიზაციის შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების და სოფლისგანვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტს გაეცნენ
 
ENPARD-ის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თეთრიწყაროში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა თეთრიწყაროს მუზეუმში მოიყარეს თავი და როგორც აღნიშნული პროექტის, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული სხვა პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა ასოციაციების „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ (GYE) ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შედგა.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
ხულოს მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ ENPARD-ის სოფლის განვითარების საინფორმაციო კამპანია დაიწყო
 
ხულოს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
სოფლის განვითარების ინიციატივა „დენდროლოგიური პარკი ლაგოდეხში“

30 ჯიშის მსოფლიოს სხვადახვა კუთხიდან შემოტანილი სახეობები ლაგოდეხის დენდროლოგიურ პარკში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და პირუტყვისგან დაუცველი იყო. ევროკავშირის დახმარებით, პარკის ტერიტორია შემოიღობა 124 მეტრზე და დამონტაჟდა შესასვლელი ჭიშკარი. ამჟამად ტურისტებს და ახალგაზრდებს ტერიტორიაზე დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს ინიციატივას კი 300 ბენეფიციარი ჰყავს. 

.
image
სოფლის განვითარების ინიციატივა „ვარდის სათბური“

სოფლის განვითარების ინიციატივა "ვარდის სათბური" ხელს უწყობს ვარდის ბიზნესის განვითარებას ლაგოდეხში. ევროკავშირის დახმარებით, 480 მ2 ფართობზე გაშენდა ვარდის სათბური; დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა; დაირგო 5000ზე მეტი ძირი ვარდი; შედეგად კი პროდუქციის წარმოება და შემოსავლები გაორმაგდა.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ENPARD-ის პარტნიორებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოოპერატივების კვლევის შედეგები წარადგინეს - იბერია TV
 
 
.
 
image
 
ENPARD-ის ENPARD-ის კოოპერატივების კვლევის შედეგები - GARB TV
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

ENPARD-ის პარტნიორებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოოპერატივების კვლევის შედეგები წარადგინეს - SSTV

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

იხილეთ ENPARD-ის საკომუნიკაციო ჯგუფის მიერ მომზადებული პუბლიკაცია საქართველოში ENPARD-ის I ფაზის ფარგლებში ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის შესახებ. პუბლიკაცია დეტალურად მიმოიხილავს საქართველოში ENPARD-ის I ფაზის (2013-2017) საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში არსებულ მიღწევებს.

საბიუჯეტო მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დახმარების ძირითად ფორმას წარმოადგენს. იგი დამოკიდებულია პოლიტიკურ დიალოგზე, პარტნიორობასა და ორმხრივ პასუხისმგებლობაზე ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის.


პუბლიკაცია იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD