Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
სექტემბერი 2017 / გამოცემა N9
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ფერმერთა სათათბირო შეიქმნა

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
26 სექტემბერს, საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნებისა და სათათბიროს შემადგენლობის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. ფერმერთა სათათბირო მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნიკაციო ქსელის მუნიციპალურ დონეზე გავრცელებას, რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით აქტივობების განხორციელებას. ფერმერთა სათათბიროში ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან რეგიონული წარმომადგენლობების დონეზე და საქმიანობის სფეროების მიხედვით 120 ფერმერი იქნება წარმოდგენილი. ახალი საკონსულტაციო ორგანო, სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ჩართული და აქტიურად შეუწყობს ხელს ფერმერთა საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების განხორციელებას.
 
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
 
ევროკავშირის პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ჩეხეთს რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. პროექტი ითვალისწინებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალური თანამონაწილეობას სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება
 
სოფლის განვითარების ახალ პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN). პროექტის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
სტეფანწმინდაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ მიღწევების პრეზენტაცია შედგა
 
ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) სოფლის განვითარების პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ ორწლიანი საქმიანობის შედეგები წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრა სულ 63 ინიციატივას დაუმტკიცდა, მათ შორის: 7 სოფლის მეურნეობის, 33 ტურიზმისა და სხვა არა სასოფლო-სამეურნეო, 12 საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, 11 განათლების, სპორტისა და კულტურის სექტორში.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარაში მერძევეობის ფორუმი ჩატარდა

EVOLUXER-მა ENPARD-ის პროექტის შედეგები დასკვნით კონფერენციაზე შეაჯამა

ENPARD-ის კოოპერატივმა ლატვიაში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე ფერმერებისთვის ინოვაციური მეთოდების გაზიარებაზე იმსჯელეს

ოქსფამის პროექტის დახურვის ღონისძიება

 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ყაზბეგი - ძლიერი გრძნობა

როგორ მუშაობს ყაზბეგის განვითარების ჯგუფი, სადაც დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის მუნიციპალიტეტის საჭიროებები; რა მიმართულებით აწარმოებს საქმიანობას, რა არის მათი პრიორიტეტები და ვინ არიან პროექტების ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დღეს ყაზბეგის განვითარებას უწყობენ ხელს.

.
image
მომავლის ფერმერი: წეველიძეების ოჯახი

უსინათლო ალეკო წეველიძე ერთ-ერთია იმ ფერმერთა შორის, რომლებსაც აჭარის განვითარებაში წვლილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით შეაქვს. ევროკავშირისა და გაეროს დახმარებით, კოოპერატივმა, რომელსაც ალეკოსთან ერთად სხვა ფერმერებიც ხელმძღვანელობენ, წელიწადში 70 ტონა მარწყვის და 10 ტონა მაყვალის მოსავალი მიიღო. ევროკავშირის პრიორიტეტად რჩება სოფლის მეურნეობა, სადაც საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 50%ია დასაქმებული და რომელიც ქვეყნის განვითარებას განაპირობებს.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივები ლაგოდეხში – GARB
 
 
.
 
image
 
ფერმერთა ასოციაციამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები წარმოადგინა
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივები ლაგოდეხში - GARB

ქალების ნარატივი- “ფერმერთა სათათბირო შეიქმნა” – TV პირველი

საქართველოში ფერმერთა სათათბირო შეიქმნა - მოამბე, 1 არხი

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
პროფესიონალები ქართულ სოფლის მეურნეობაში
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ბაზარზე ჩავარდნაა. ქართველი ფერმერების უმეტესობამ არ იცის, როგორ მოუაროს ნარგავებს ან საქონელს, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე სოფლის მეურნეობაში. კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს მოთხოვნა სხვადასხვა სპეციალისტზე, როგორიცაა ვეტერინარები, აგრონომები, ტექნიკოსები და ტექნოლოგები, თუმცა მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას.

ბოლო წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობა სწრაფად იზრდება, ინსტიტუციური ინოვაციიების სხვადასხვა ფორმები ინერგება, ეს კი მომავალში კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას სპეციალისტებზე. რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად და რა გზის გავლაა საჭირო განვითარებისთვის - იხილეთ სტატია.

პუბლიკაცია სრულად იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD