Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ოქტომბერი 2017 / გამოცემა N10
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ENPARD სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
სოფლის განვითარების პირველი სამი საპილოტე პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრა 120-ზე მეტ ინიციატივას დაუმტკიცდა. მათ შორისაა სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის და სხვა არა სასოფლო-სამეურნეო, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, განათლების, სპორტისა და კულტურის სექტორები. დღეისთვის, პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს ინიციატივები 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 54,000-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
 
 
image
 
ლაგოდეხში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული „ჰერეთობა“ გაიმართა
 
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა მუსიკალური და ქორეოგრაფიული კონცერტები, ორგანიზებული იყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ENPARD-ის სოფლის განვითარების საინფორმაციო კუთხე, სადაც წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივების ფოტო გამოფენა და წარმოებული პროდუქტები.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ RDFG ლიტვაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
 
ღონისძიება მონაწილე ქვეყნების ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლების ერთმანეთისთვის გაცნობასა და მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. RDFG ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ LAG-ს წარმოადგენდა. საერთაშორისო კონფერენციაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლის განვითარების ინტეგრირებას საქართველოს ეროვნულ პოლიტიკაში
 
სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრას საქართველოს მთავრობის ოცდაათამდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს სოფლის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, სოფლის განვითარების 2017–2020 წლების ეროვნული სტრატეგიის ეფექტურ განხორციელებაზე, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და სამომავლო გეგმებზე.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის შედეგების გასაცნობად მედია ტური მოეწყო

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ

სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივები ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

CENN-მა ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპულ მიდგომებზე მორიგი ტრენინგები ჩაატარა

გურიასა და სამეგრელოში ვროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივებისთვის გაცნობითი ვიზიტი მოეწყო

 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
კოოპერატივის წევრობა

კოოპერატივის წევრი შეიძლება, იყოს მეპაიე ან ასოცირებული წევრი. ვინ არის მეპაიე? ვინ არის ასოცირებული წევრი? რა უფლება აქვს თითოეულს, რას მოიცავს მათი საქმიანობა და როგორ ნაწილდება მოგება?

.
image
ირლანდიის დასავლეთ კორკის გამოცდილების გაზიარება ახალქალაქში

ირლანდიაში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის დანერგვა 1992 წელს დაიწყო. ENPARD-ის დახმარებით, სოფლის თანამედროვე მართვის პრინციპების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ირლანდიის დასავლეთ კორკის გამოცდილებას გაიზიარებს. გაიგეთ მეტი ვიდეო რგოლის საშუალებით.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის მიღწევები და ორი წლის მუშაობის შეჯამება - იბერია
 
 
.
 
image
 
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ორწლიანი მუშაობის შეჯამება გადაცემაში - იმედის დღე
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

ევროკავშირის “ენპარდის” პროგრამის ფარგლებში ყაზბეგში 63 პროექტი დაფინანსდა – მაესტრო

ევროკავშირის სოფლის განვითარების ინიციატივები ყაზბეგში – იმედი

აგრო სიახლეების მესამე სეზონი - საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია

ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზგებში საქონლის სასაკლაო გაიხსნება – იმედი

სტეფანწმინდაში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა 63-მა ბენეფიციარმა მიიღო – იმედი

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
ძლიერი ლიდერი = წარმატებული გუნდი?!
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, საქართველოში 1500 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია და მათგან 250-ზე მეტს ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერა აქვს მიღებული. ყველა ამ ახალშექმნილი კოოპერატივის სიცოცხლისუნარიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ლიტერატურის თანახმად, მენეჯერული უნარები, ჩართული მხარეების მონაწილეობა, კონკურენტული გარემო და ფინანსებზე წვდომა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ინიციატივის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი კარგი მენეჯერული უნარებია. კვლევებმა, ამასთან, დაადასტურა, რომ ძლიერი ლიდერობა და კოლექტიურად მოქმედების სურვილი კიდევ უფრო წარმატებულს ხდის კოოპერატივს, მენეჯერული გამოცდილების და ცოდნის ნაკლებობა კი მარცხს განაპირობებს. იხილეთ პუბლიკაცია და გაიგეთ, პრაქტიკაში რა განაპირობებს კოოპერატივის სიცოცხლისუნარიანობას.

პუბლიკაცია სრულად იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD