Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ნოემბერი 2017 / გამოცემა N11
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად ENPARD-ის მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტის შედეგებს აჯამებს

ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, ასევე კოოპერაციისა და აგრობიზნესის შესახებ ტრენინგების მეშვეობით, მცირე ფერმერებს ეკონომიკური განვითარების, წარმოების ხარჯების შემცირების და ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა გაუჩნდათ.

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
ევროკავშირის დახმარებით, დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 1,500-მდე კოოპერატივი, რომელიც 15,000 ფერმერს აერთიანებს. 280-ზე მეტმა კოოპერატივმა ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარებით ისარგებლა, რისი საერთო ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს. ევროკავშირის დაფინანსებისა და საგრანტო სქემის ფარგლებში, ENPARD-ის განმახორციელებელმა პარტნიორებმა კოოპერატივებს დახმარება გაუწიეს აქტივების შეძენის, ინტენსიური ტექნიკური მხარდაჭერის, ტრენინგებისა თუ გამოცდილების გაზიარების კუთხით. მათ ასევე ხელი შეუწყვეს ფერმერებს ბაზრებზე და ფინანსებზე წვდომაში. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 8,000 ფერმერი გადამზადდა და ბიზნეს მენეჯმენტის კუთხით ცოდნა გაიუმჯობესა. ამასთან, დაახლოებით 1,000-მა კოოპერატივმა ჯამში 6 მილიონი ლარის ღირებულების გრანტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო პროგრამების შედეგად მიიღო.
 
 
image
 
საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს
 
სოფლის მეურნეობის სამინიტრომ საერთაშორისო დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის 2018-2019 წლების ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი წარუდგინა. დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა
 
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ათწევრიანი დელეგაცია საქმიანი ვიზიტით პოლონურ ასოციაციას „კორონა პოლნოჩნეგო კრაკოვა“ ეწვია. აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო ორგანიზაციების წევრთა ურთიერთგაცნობა, გამოცდილებების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრა. საქმიანი შეხვედრების ფარგლებში ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა მოინახულეს პოლონეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტი.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივები სასწავლო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდნენ
 
ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი თორმეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის ლატვიაში სასწავლო ვიზიტი მოაწყო. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო მეფუტკრეობისა და რძის გადამუშვების მიმართულებით მომუშავე ლატვიური კოოპერატივების გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ურთიერთობების დამყარება ლატვიელ ფერმერებთან და კომპანიებთან.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა საქართველოში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტები შეაჯამეს

ხულოს მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომასა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით RDFG-იმ თეთრიწყაროში დასაქმების პროგრამა დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია დასრულდა
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბება ახალქალაქში

რაზე მუშაობს ახალქალაქის განვითარების ჯგუფი?
🔹ქალების და ახალგაზრდული ჯგუფის ინფორმირებისკენ მიმართული კამპანია;
🔹ეკოლოგიური, კულტურული და სპორტული საკითხები;
🔹სოციალური პრობლემები და ტურიზმი.

.
image
კოოპერატივის წევრი - მეპაიე

მეპაიე არის კოოპერტივის ქონების ნაწილის მეპატრონე, რომლის ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვისაც იქმნება კოოპერატივი.
🔹მეპაიე პაის სახით ახორციელებს ფულად ან/და ქონებრივ შენატანს და უშუალოდ მონაწილეობს კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში.
🔹 ვინ შეიძლება იყოს მეპაიე? რა ვალდებულებები და უფლებები აქვს მას?
🔹 როგორ ხდება მეპაიესა და ასოცირებულ წევრებს შორის მოგების განაწილება?

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
სოფლის განვითარების ევროპული მოდელი ლაგოდეხში - TV იმედი, გადაცემა „რა დროს ძილია“
 
 
.
 
image
 
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ორწლიანი საქმიანობის შედეგები - TV პირველი, გადაცემა „საქმიანი დილა“
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგია – GARB TV, აგრო სიახლეები

მესამე საერთაშორისო კონფერენცია – GARB TV, აგრო სიახლეები

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
უკან მომავალში: უქმნის თუ არა ფერმერობის ძველი პრაქტიკა ბაზარზე ნიშას ქართველ ფერმერებს?
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქციის ამონაგებზე მთვარის ფაზების გავლენას მრავალი ეკონომიკური ნაშრომი ეძღვნება. იუანმა და სხვ. (2006 წ) აღმოაჩინეს, რომ ამონაგები აქციაზე (საფონდო ინდექსის ცვლილება) უფრო მეტია ახალი მთვარის პერიოდში, ვიდრე სავსემთვარეობისას. ეს განსხვავება არ არის დამოკიდებული ბაზრების ცვალებადობაზე, ვაჭრობის მოცულობაზე, ობლიგაციების ამონაგებსა და საპროცენტო განაკვეთებზე.

მთვარის ფაზებსა და აქციებზე ამონაგებს შორის კორელაციამ, შესაძლოა, დაგვაეჭვოს ბაზრის მონაწილეთა რაციონალურობასა და კეთილგონიერებაში. ფერმერულ მეურნეობაში მთვარის კალენდრის გამოყენება კი ნამდვილად არ გაუკვირდება თანამედროვე ადამიანების უმეტესობას. მთვარის ფაზების მიხედვით მეურნეობის წარმართვა სათავეს ნილოსის და ევფრატის უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების ხანაში ძველი ტრადიციების დაკარგვა თითქოს გარდაუვალი ჩანს, რადგან ისინი „ეკონომიკურ პროგრესს“აფერხებენ. თუმცა, შეუძლია ორგანულ და ბიოდინამიკურ მეურნეობას საპირისპიროს დამტკიცება?

პუბლიკაცია სრულად იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD