Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
დეკემბერი 2017 / გამოცემა N12
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის ოთხწლიან მხარდაჭერას აფასებენ

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 – 2017 წწ) შედეგები თბილისში გამართულ კონფერენციაზე “სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ შეაჯამეს. სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის პირდაპირი დახმარება მიიღო.
 
 
image
 
2018-2020 წელს საქართველოს სოფლის განვითარებაში 1.7 მილიარდი ლარი ჩაიდება
 
ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისათვის. მომავალი თვეების მანძილზე, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გაიმართება სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა საქართველოს რეგიონებში.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ENPARD-ის კოოპერატივში „ქციის მონასტერი“ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
 
“ჩვენთვის, როგორც მრავალი წლის გამოცდილების მქონე მეფუტკრეებისათვის, პროდუქტის სიჯანსაღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი თაფლი მიიღება მაღალმთიან ეკოლოგიურ გარემოში, ქართული რუხი ფუტკარის მთაბარობით. ჩვენ ფუტკარს არ ვაძლევთ არასასურველ დანამატებსა და ანტიბიოტიკებს, მკურნალობის ბიოსაშუალებებს ვანიჭებთ უპირატესობას. მრავალწლიანი გამოცდილება, საქმის ერთგულება და ეკოლოგიური გარემო სასარგებლო და გემრიელი თაფლის წარმოების წინაპირობაა.“-აცხადებს ტარიელ გოცირიძე, საწარმოს წარმომადგენელი.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
FAO-მ ENPARD-ის ფარგლებში სურსათის ფასების მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა აამოქმედა
 
ფერმერებისათვის და აგრო-პოლიტიკის წარმმართველებისათვის საქართველოში, უკვე ხელმისაწვდომია ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტი – მონაცემთა ბაზა ონლაინ პორტალზე – www.farmer.gov.ge. ინტერნეტ რესურსი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ფასების მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 100 დასახელების სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტისათვის. ადგილობრივ ნაწარმზე ფასების განახლებული დაეხმარება სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და ფერმერთა გაერთიანებებს, შეუთავსონ საწარმოო პროცესი საბაზრო ტენდენციებს.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
სამოქალაქო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს სოფლის განვითარებას

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა შედგა

საქართველოს რეგიონებში სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამების განხილვა მიმდინარეობს

FAO-მ ENPARD-ის ფარგლებში მოსავლის აღების შემდგომ ტექნოლოგიებში ტრენერთა ტრენინგები ჩაატარა
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა 4 წლიან მუშაობას აფასებს

ძლიერი მეურნეობები, პროდუქციის სტანდარტი, ძლიერი სოფელი, ტექნოლოგიები და ინოვაციები, ეფექტიანი ინსტიტუტები - ENPARD პირველი ფაზის შედეგებს აჯამებს.

.
image
კოოპერატივების წევრებს შორის მოგების განაწილება

🔹საიდან მოიძიებს კოოპერატივი თანხებს;

🔹როგორ ნაწილდება მოგება კოოპერატივის წევრებს შორის;

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ENPARD-ის პირველ ფაზას აფასებს – TV პირველი
 
 
.
 
image
 
ENPARD-ის პირველი ფაზის შეჯამება – აგრო სიახლეები
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე აქტუალური თემა – Starvision

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ENPARD-ის პირველ ფაზას აფასებს – TV პირველი

ENPARD-ი კოოპერაციის კომპონენტის 4 წლიან მუშაობას აჯამებს – აგროსიახლეები

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ მასპინძლობს – 1TV

კონფერენცია “სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის” – TV იმედი

კოოპერატივი “ქულბაქის” წარმატების ისტორია – TV იმედი

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
აზიური შემოსევა: მყრალი ხოჭო საქართველოში
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

65 წლის ნიკოლოზ მ-მ სოფელ ჯიხაიშიდან 2012 წელს დაახლოებით 15,000 ლარის ინვესტიცია ჩადო 8.5 ჰა თხილის ბაღში, იმ იმედით, რომ ერთ დღეს მისი წამოწყება მომგებიან ბიზნესად იქცეოდა. ნიკოლოზს საქმე მართლაც კარგად მისდიოდა, სანამ მყრალი ხოჭო, იგივე აზიური ფაროსანა, როგორც მას ქართველები ეძახიან, არ გამოჩნდა მის ბაღში. ნიკოლოზი ჰექტარზე 800-1000 კგ. მოსავლის აღებას ელოდა, მაგრამ ხოჭოს შემოსევამ მოსავალი 30-35%-ით შეამცირა, რამაც ჰექტარზე 1000 ლარზე მეტით აზარალა. სოფლად მცხოვრები ოჯახისათვის, რომლის საშუალო წლიური ხელფასი 11,000 ლარია, 9,000 ლარის დაკარგვა დიდი დარტყმაა.

ნიკოლოზის შემთხვევა ყველაზე უარესი როდია; დასავლეთ საქართველოში ფაროსანა არამხოლოდ თხილს, არამედ სხვა კულტურებსაც შეესია. ყველაზე დიდი ზიანი აფხაზეთის რეგიონის ფერმებს მიადგა. სად არის პრობლემების სათავე? როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება და როგორ მოვიქცეთ? დეტალებს გაეცანით პუბლიკაციაში.

პუბლიკაცია სრულად იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD