(032) 2 293 249‬

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებში და ქალთა კლუბებში გაერთიანებული ქალების გაძლიერების შესახებ თბილისში კონფერენცია გამართა

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებში და ქალთა კლუბებში გაერთიანებული ქალების გაძლიერების შესახებ თბილისში კონფერენცია გამართა

2017 წლის 17 ივლისს, თბილისში ოქსფამის მხარდაჭერით, ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო დარბაზში, “სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებში და ქალთა კლუბებში გაერთიანებული ქალების გაძლიერება” პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ხუცაიძე, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებსა და ქალთა კლუბებში გაერთიანებული ქალები, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებსა და ქალთა კლუბებში გაერთიანებული ქალებისთვის ერთი წლის განმავლობაში ატარებდა სასწავლო კურსს. კურსი 2017 წლის 21 ივლისს მთავრდება. სასწავლო კურსი 5 მოდულისგან შედგება: მარკეტინგი, პრეზენტაციები/საჯარო გამოსვლა, ადვოკატირება, ლიდერობა და ქალთა უფლებები, ასევე მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა მოდული არის ერთდღიანი. დღემდე ჩატარებულია 66 ტრენინგი:- 25 ზუგდიდში, 10 ჩხოროწყუში, 5 წალენჯიხაში, 5 გორში, 4 თელავში, 5 წალკაში, 4 ბოლნისში, 7 თბილისში და 1 მისაქციელში, მთლიანობაში 785 ადამიანისთვის.
კონეფერენციაზე კოოპერატივების განვითაარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსატანტინე ხუცაიძემ ისაუბრა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე და არსებულ გამოწვევებზე, ოქსფამის საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მენეჯერმა ლევან დადიანმა ისაუბრა კოოპერატივების არსზე და მნიშვნელობაზე და არსებულ მიღწევებზე, ოქსფამის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ქეთი ჯაყელმა წარმოადგინა პრეზენტაცია თუ როგორია ოქსფამის ხედვა საქართველოში გენდერულად სენსიტიური სოფლის მეურნეობის სტრატარეგიის გამომუშავებისა და სოფლად განვითარებაში ქალთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე პროექტის ტრენერები ელისო ცხადაია და სერგო დურგლიშვილი, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და ქალების როლზე, როგორც სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების, ასევე სოფლის განვითარების საკითხებში.
ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების (ENPARD) პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდსwww.enpard.ge