(032) 2 293 249‬

6649e00e8b4f4817828cd0113fab0e17

ოქსფამი
წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით მოქმედ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ორგანიზაცია 1942 წელს დაარსდა გაერთიანებულ სამეფოში. იგი აპოლიტიკური დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაციაა ყოველგვარი რელიგიური მიმართულების გარეშე.
ოქსფამი დახმარებას უწევს დაუცველ ადამიანებს და თემებს მთელ რეგიონში საკვებით უზრუნველყოფილი მომავლის მშენებლობაში კლიმატის ცვლილების პირობებში. ოქსფამი ეხმარება წვრილ ფერმერებს დასავლეთი სანაპიროდან საქართველომდე თავიანთი პროდუქციის გაყიდვაში, საკმარისი საკვების მოპოვებასა და ასევე საკმარისი შემოსავლის მიღებაში. ჩვენ ასევე ვეხმარებით ადგილობრივ თემებს იმაში, რომ მათ საკუთარი მთავრობებისგან მოითხოვონ ანგარიშვალდებულება და ხელი მიუწვდებოდეთ ძირითად მომსახურებებზე.
ხანგრძლივობა: 2014 – 2017  ( I ფაზა )
2014-2017 წლებში, ოქსფამმა იმუშავა საქართველოს ხუთ რეგიონში კოოპერატივების შექმნაზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ამდაგვარი კოოპერატივების სახით ჩამოყალიბდნენ. ისინი დაეხმარნენ წვრილ ფერმერებს მათი რესურსების გაერთიანებაში, უფრო დიდ ბაზრებზე გასვლასა და თავიანთ პროდუქციაზე უკეთესი ფასის მიღებაში. პრტნიორებთან ერთად, ორგანიზაციამ დახმარება გაუწია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ფერმერ ქალებს მწარმოებელთა ჯგუფების შექმნაში და ნატურალური წვენების ექსპორტირებაში ისეთ შორეულ ქვეყნებშიც კი, როგორიცა იაპონიაა.
ENPARD-ის ფარგლებში ოქსფამის საქმიანობა განხორციელდა საქართველოს ხუთი რეგიონის (სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) ცამეტ მუნიციპალიტეტში:
განმახორციელებელი ორგანიზაცია
მიზნობრივი მუნიციპალიტეტები
პრიორიტეტული საწარმოო მიმართულება
”მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF)
ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თელავი
თხილი, ხილ-ბოსტნეული
”ბიომეურნეთა ასოციაცია – ელკანა” (ELKANA)
გორი, კასპი, ახმეტა
ხილ-ბოსტნეული
”სოფლად თემთა განვითარების სააგენტო” (RCDA)
მცხეთა, თიანეთი, დუშეთი
არამერქნული სატყეო პროდუქტები (კენკროვნები, ასკილი, ტყის ხილი, სამკურნალო მცენარეები და მისთ.)
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს:  www.oxfam.org.uk