(032) 2 22 04 26

ოქსფამი (OXFAM)

ოქსფამი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით მოქმედ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ორგანიზაცია 1942 წელს დაარსდა გაერთიანებულ სამეფოში. იგი აპოლიტიკური დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაციაა ყოველგვარი რელიგიური მიმართულების გარეშე.

ქეა საერთაშორისო (CARE International)

ქეა წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას ესწრაფის. ქეას პროგრამის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესებაა, რაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს.

მერსი ქორპსი (Mercy Corps)

,,მერსი კორპსი” წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ მერსი ქორპსმა დახმარების ხელი გაუწოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ეს არის ჩვენი მიდგომის არსი: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევაში.

ადამიანი გაჭირვებაში(People in Need)

,,ადამიანი გაჭირვებაში” (PIN) არის ჩეხური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებისა და განვითარების საქმიანობებს, მუშაობს რა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლების დაცვის კუთხით. ორგანიზაცია საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და აქვს ოფისები თბილისსა და ქუთაისში. ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” პროექტები სამ ძირითად სფეროს მოიცავს: სოფლის მეურნეობის განვითარება, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ამჟამად, “ადამიანი გაჭირვებაში” ახორციელებს პროექტებს იმერეთში, რაჭაში, შიდა ქართლსა და თბილისში, ფინანსდება ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.

საქართველოს საზოგადოებრივს საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

საქართველოს საზოგადოებრივს საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს შეიქმნა. ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი USDA-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის მემკვიდრეა, რომელიც 2003 წლის ივნისში დაიწყო, და რომელსაც GIPA 2005 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის მიზანია, სოფლის განვითარების და საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რეგიონებში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა, განათლების დონის ამაღლება, არსებული შესაძლებლობების გაზრდა, ინსტიტუციური განვითარება, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის მდგრადი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სწორი მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავება.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მუშაობს, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათთვის ცხოვრების მძიმე პირობების შემსუბუქების მიზნით.  ორგანიზაციის მისიაა დაიცვას და პატივი სცეს ადამიანთა ღირსებას ყოველგვარი მიკერძოებისა და დისკრიმინაციის გარეშე, რასაც მდგრადი თემისა და პასუხისმგებლიანი მთავრობის არსებობით აღწევს. ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებებია:

HEKS-EPER საქართველო

ა(ა)იპ ჰეკს-ეპერ (HEKS-EPER) საქართველოს მისიაა აქტიური მონაწილების მიღება ისეთი საზოგადოების შექმნაში, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად წარმომავლობის, სარწმუნობისა თუ სქესისა, ექნება მშვიდობიან, დაცულ გარემოში ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. ორგანიზაციის მიზნებია:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2012 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია (2012-22 წლებისათვის) დაამტკიცა. ამავე წლის ბოლოდან ჯერადად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სექტორის სახელმწიფო დაფინანსება. ხელისუფლებამ სისტემურად დაიწყო ისეთი ტიპის ცვლილებების განხორციელება, რომელმაც გლეხებსა და ფერმერებს, სოფლის მეურნეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს მეტი სტიმული უნდა მისცეს. ყველა იმ პროექტით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი;

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სხვადასხვა ქვეყნებში სურსათის უზრუნველყოფასა და მდგრად განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს უწყობს ხელს. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ პრიორიტეტებს ატარებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს „ქოლგა“ ორგანიზაციას. იგი აერთიანებს 600-ზე მეტ წევრს, რომელთაგან ზოგიერთი ამ ქვესექტორის სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი აქტორია. საქართველოს ფერმერთა ასოციაციას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორთა პარტნიორობებში, ვინაიდან იგი ადვოკატირებას უწევს ფერმერებისა და კერძო სექტორის საჭიროებებს.

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამა ოც წელზე მეტია მუშაობს საქართველოში. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონი“მიიღო,რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.

EVOLUXER- ესპანური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის და განხორციელების კუთხით მრავალ ქვეყანაში მუშაობს. EVOLUXER- წარმოდგენილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებით, რომლებიც  პროგრამებსა და პროექტებს ევროკავშირის პროცედურებისა და პრაქტიკის სახელმძღვანელოს (PRAG) წესების შესაბამისად ახორციელებენ

პარტნიორები ქვეყნის მასშტაბით