(032) 2 293 249‬

ფერადი ევროპის დღე მარნეულში

ფერადი ევროპის დღე მარნეულში

კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო ევროპის დღე გაიმართა, ამჯერად მარნეულში. შაბათს, 2018 წლის 3 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, მარნეულში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა. ამ დღეს, მარნეულის ბულვარი გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში და მონაწილეობა მიეღო მრავალ გასართობ ღონისძიებაში.
ევროპის დღეზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის განვითარების პროგრამებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.
ევროპის დღე ოფიციალურად გახსნეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

ღონისიებაზე, ENPARD-ის ბენეფიციარმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებული სასფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინა: თაფლი, სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა, ვისკი, ვაშლის ბრენდი (კალვადოსი), ჟოლო და სხვა. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სოფლის განვითარების თეთრიწყაროს პროექტის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა, თეთრიწყაროს დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებმა და ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაცია RDFG-ის მიერ შექმნილი ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წარმომადგენლებმა.
საქართველოში ევროპის დღის აღნიშვნა მიმდინარე წელს მარნეულის ღონისძიებით დაიხურა. 2019 წელს, ევროკავშირის დელეგაცია თბილისში და საქართველოს რეგიონებში ახალი ღონისძიებებით კვლავ წარსდგება.