(032) 2 293 249‬

პირობები

სამიზნე ჯგუფები: 
პროგრამის ბენეფიციარები არიან ინდივიდუალური ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, ან მუნიციპალიტეტები, რომელთაც აქვთ სოფლის მეურნეობაში ინვესტირების სურვილი და ფინანსური შესაძლებლობები.

 


დასაშვები ხარჯები:
პროგრამა განასხვავებს ორი ტიპის ხარჯს – კაპიტალურ ხარჯებს (ძირითადი აქტივები) და საოპერაციო ხარჯებს (საბრუნავი კაპიტალი). პროგრამის ფარგლებში დაიფარება  მხოლოდ კაპიტალური ხარჯები და არ დაიფარება საოპერაციო ხარჯები, ასევე, არ დაფინანსდება გამოყენებული (მეორადი) აღჭურვილობა, მშენებლობის ხარჯები და პირუტყვის შესყიდვა.

 

კაპიტალური ხარჯები1:
პროგრამით გათვალისწინებული თანამონაწილეობითი გრანტების ფარგლებში, მხოლოდ გარკვეული კაპიტალური ხარჯები განიხილება დასაშვებ ინვესტიციად.
ქვემოთ მოცემულია გარკვეული ტიპის კაპიტალური ხარჯები, რომლებიც არ დაიფარება საგრანტო თანხით, მაგრამ დასაშვებია შეტანილ იქნას თანამონაწილეობის ნაწილში: 
  • სამშენებლო ხარჯები (გარდა მე-6 ტიპის ინვესტიციისა, „მუნიციპალური ინვესტიცია“);
  • ცოცხალი საქონლის შეძენა (გარდა კომერციული საქმიანობის შესაბამისად დედების გამრავლებისა).
ქვემოთ მოცემულია კაპიტალური ხარჯების ჩამონათვალი, რომლებიც არ არის დასაშვები როგორც საგრანტო თანხით, ისე თანამონაწილეობის ნაწილში.
  • ნაწილობრივი ინვესტიციები, როგორიცაა დაწესებულების შენობის მშენებლობა, ინვესტიციის დაწყებამდე; 
  • ნებისმიერი მეორადი აღჭურვილობა/ ტექნიკა.
საოპერაციო ხარჯები2:
საოპერაციო ხარჯები არ არის დაშვებული არც საგრანტო თანხაში, არც თანამონაწილეობაში.
აგრეთვე პროგრამაში შემდეგი ხარჯები ითვლება მიუღებელ აქტივობებად: 
  • ტექნიკის შეძენა, რომელიც არ უკავშირდება პროექტის აქტივობას; 
  • წინა ვალდებულებები და/ ან ვალები;
  • ჯარიმები;
  • ნებისმიერი ხარჯი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს გარემოსდაცვით ან სოციალურ რისკს;
  • ნებისმიერი ხარჯი, რომელიც არ შეესაბამება FAO-ს  ან / და ევროკავშირის გარემოსდაცვით სტანდარტებს;
  • გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესყიდვა;
  • ინვაზიური სახეობების შეძენა.
ინვესტიციების სათანადო განხილვა განხორციელდება განმახორციელებელი პარტნიორის მიერ, FAO-ს ტექნიკური შეფასებით. კონტრაქტის ხელმოწერამდე დოკუმენტაცია იქნება შემოწმებული. წინასწარი შემოწმებისას, შეუსაბამობის შემთხვევაში (მაგალითად, მიუღებელი ხარჯები), განმცხადებელს ევალება ბიუჯეტის შეცვლა და FAO- ს ფინანსური წვლილი შესაბამისად შემცირდება. განმცხადებლებმა უნდა წარადგინოს რეალური ბიუჯეტი.

1კაპიტალური ხარჯები: ინვესტიცია ფიქსირებული აქტივების შეძენაზე. ის განიხილება კაპიტალური დანახარჯებად, როდესაც ეს აქტივი ახლად შეძენილია ან ფული გამოიყენება არსებული აქტივის სასარგებლო ცხოვრებისთვის, როგორიცაა სახურავის შეკეთება.
2საოპერაციო ხარჯი არის ხარჯი ბიზნესის გაზრდისთვის, ნორმალური ბიზნეს საქმიანობის მეშვეობით. 

 

განმახორციელებელი პარტნიორი