(032) 2 293 249‬

კატეგორია 1: ზოგადი საგრანტო შესაძლებლობები

პროგრამას გააჩნია ორი მიმართულება: ზოგადი და სპეციფიკური. ზოგადი საგრანტო შესაძლებლობების, 1-ლი კატეგორიის ფარგლებში ინვესტიციები დაფინანსდება ENPARD-ის მუნიციპალიტეტებში შეზღუდვების გარეშე. მეორე მხრივ, სპეციალური საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში ხელს შეეწყობა სპეციფიკურ ღირებულებათა ჯაჭვებს, ინვესტიციებს, ეკონომიკურად აქტიური ადამიანებს. მე-2 კატეგორია დეტალურადაა განხილული შემდეგ ნაწილში „სპეციალური საგრანტო შესაძლებლობები“. ზოგადი საგრანტო შესაძლებლობების გრანტების მახასიათებლებია:
  • მთავარიაქცენტი კეთდება ENPARD-ის მიერ შერჩეული მუნიციპალიტეტებზე:
    • ახალქალაქი
    • ბორჯომი
    • დედოფლისწყარო
    • ყაზბეგი
    • ქედა
    • ხულო
    • ლაგოდეხი
    • თეთრიწყარო
  • ინვესტიციის 40% დაფინანსდება გრანტის სახსრებით, ხოლოდ 60% უნდა დაიფაროს ბენეფიციარის მიერ
  • გრანტის ოდენობა
    • 1,000-50,000 აშშ დოლარი (ან ექვივალენტი ლარში) – პირველადი წარმოებისთვის
    • 1,000-150,000 აშშ დოლარი (ან ექვივალენტი ლარში) – დამატებითი ღირებულების შემქმნელი საქმიანობა (პირველადი წარმოების გარდა)
  • განაცხადის შერჩევის გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგიცაა საგრანტო გადაწყვეტილების მიღება განაცხადის შერჩევის კომიტეტის მიერ (წარმომადგენლები საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციიდან და FAO-დან).
 

 

განმახორციელებელი პარტნიორი