(032) 2 293 249‬

ქალაქ ქუთაისში იმერეთის რეგიონული ფორუმი გაიმართება

ქალაქ ქუთაისში იმერეთის რეგიონული ფორუმი გაიმართება

uuu

სოფლისა  და  სოფლის  მეურნეობის  განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის  (ENPARD)  ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ (Mercy Corps) პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის  ორგანიზებითა და ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) თანამშრომლობით  გაიმართება იმერეთის რეგიონული ფორუმი.

ღონისძიება გაიმართება 19 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, ქ. ქუთაისში, სასტუმრო „არგო“-ში (მის: გ. ტაბიძის 51).

ფორუმი ღიაა პრესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

ფორუმს დაესწრებიან რეგიონში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, სასოფლო-სამეურნეო სერვისის მიმწოდებლები, იმერეთის რეგიონში არსებული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანია რეგიონში, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული იმ პრობლემატური საკითხების განხილვა, რომელიც აფერხებს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას.

ფორუმის მსვლელობისასმოხდება სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება რომელიც რეგულარულად გამართავს შეხვედრებს.

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სალომე მარგველაშვილს: 551 208038

დამატებითი ინფორმაცია:

ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებს ევროკავშირი 102 მილიონი ევროს მხარდაჭერას უწევს. ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, კომუნიკაციების მენეჯერი

მიკოლაი ბეკასიაკი Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
Action Global Communications: ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელი,

მაია ჩიტაია, maia.chitaia@actionprgroup.com; ტელ: 599 490012