‘ქალები და COVID-19’ – ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ვებინარების სერიას იწყებენ
29 აპრილი – 1 მაისი, 2020. – ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs), CENN-თან თანამშრომლობით, გიწვევთ ვებინარების კვირეულში: „ქალები და COVID-19,“ მონაწილეობის მისაღებად. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ყველა ნაწილში კარანტინს, იზოლაციას და თანდართულ ფინანსურ სტრესს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის აშკარა საფრთხე ვებინარების თემატიკა პასუხობს კორონავირუსის პანდემიის გავრცლების შედეგად გაჩენილ ქალთა გამოწვევებს. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ორი პროექტის “ეს წალკაა” და “ქედა ლიდერი” ფარგლებში.
ვებინარები შეეხება ვირუსის გავრცელების შედეგად, იზოლაციის პირობებში გავრცელებულ ქალთა გამოწვევებს და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების შესაძლო გზებს.
ვებინარები მოიცავს შემდეგ თემებს:
-
29 აპრილი, ოთხშაბათი 14:00 საათი – როგორ აისახება პანდემია ქალებზე და ეფექტიანი პასუხი გამოწვევებზე
მომხსენებლები: სალომე ჩაგელიშვილი, ნინო ცქიფურიშვილი, ქალთა ფონდი საქართველოშ
-
30 აპრილი, ხუთშაბათი 14:00 საათი – კორონავირუსის დროს ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკები
მომხსენებელი: ეკატერინე სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
-
1 მაისი, პარასკევი 14:00 საათი – ქალთა წინაშე არსებული გამოწვევების მართვა ადვოკატირების გზით