(032) 2 293 249‬

ქეა (CARE)
ქეა ავსტირა არის ქეა საერთაშორისო გლობალური კონფედერაციის წევრი, კონფედერაცია შედგება 14 ნაციონალური წევრისაგან, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ხედვა და მისია, კონფედერაცია მუშაობს დაახლოებით 90 ქვეყანაში ქეა საერთაშორისოს სტანდარტებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელობით.    
ჩვენ ვეძიებთ იმედის, ტოლერანტობისა და სოციალური სამართლიანობის სამყაროს. ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ სიღატაკის დაძლევაში, რათა ხალხს ჰქონდეს საშუალება იცხოვრონ ღირსეულად და უსაფრთხოდ. ჩვენი საერთაშორისო პროექტების კონცეფცია ემყარება ჩვენ ადგილობრივ თანამშრომლებთან აზრთა გაცვლას.  
ქეას პროგრამა სამხრეთ კავკასია მიზნად ისახავს სიღატაკის, მიწყვლადობისა და სოციალური უსამართლობის შემცირებას სოფლად, ასევე პირობების გაუმჯობესებას მდგრადი განვითარებისათვის, რაც ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.care.at/ueber-care/programmatic-approach/ ან http://www.care-caucasus.org.ge

საქართველოს მოწყვლადი სასოფლო რეგიონების ეკონომიკის მხარდაჭერა
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2018 – დეკემბერი 2022 (ENPARD III)
ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობისათვის (ENPARD) მეშვეობით ქეა თავის პარტნიორ ორგანიზაცია: პი ემ სი კვლევითი ცენტრ -თან ერთად ანხორციელებს სასოფლო განვითარების პროექტს “საქართველოს მოწყვლადი სასოფლო რეგიონების ეკონომიკის მხარდაჭერა” მესტიის მუნიციპალიტეტში.
პროექტის საერთო მიზანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მხარდაჭერა. პროექტი იყენებს რეგიონალური განვითარების ევროპულ მოდელს LEADER მიდგომას. ამ მიდგომის მიმდევარი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები არის მეტად ეფექტური  და მოქმედი, როდესაც მის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი წარმომადგენლები. პროექტი ხელს უწყობს მესტიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებასა და აგრარული განვითარების ინიციატივების შერჩევას ევრო კავშირის ფონდის მხარდაჭერისათვისა და განხორციელებისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: ლევან დადიანი
  • საკონტაქტო მეილი: Levan.Dadiani@care.org

სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ქეა საერთაშორისო კავკასიაში“, ,,ლაგოდეხის განვითარების ჯგუფთან (LAG)’’ ერთად, ახორციელებს პროექტს „სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში”.
ხანგრძლივობა: 2015 – 2017 ( I ფაზა), 2018 – 2020 ( II ფაზა )
პროექტი მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლების გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. პროექტის ფარგლებში მკვიდრდება სოფლის განვითარების ევროპული მოდელი – LEADER მიდგომა. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები ხდება უფრო ეფექტური, როდესაც მას ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი მონაწილეები შეიმუშავებენ. პროექტი მხარს უჭერს „ლაგოდეხის გავითარების ჯგუფს“, ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შექმნას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ინიციატივების შერჩევასა და განხორციელებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: ნინო კიკაბიძე
  • ელ-ფოსტა: nino_kikabidze@care.org.ge