(032) 2 293 249‬

ქედაში ევროპის დღე აღინიშნა

ქედაში ევროპის დღე აღინიშნა

მიმდინარე წლის 18 მაისს, ქედაში ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნახატებსა და თემატურ ნაშრომებს, ასევე წარმოდგენილი იყო ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების  საინფორმაციო კუთხეები, საოჯახო ტიპის სასტუმროები, ადგილობრივი ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.
ევროპის დღე ქედაში, თვითმმართველობისა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ორგანიზაციის ორგანიზებით, CENN-ის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტის „ქედა ლიდერი“, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG), დემოკრატიის ინსტიტუტის, განათლებისა და ზრდასრულთა ცენტრის, ქედის რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის თანაორგანიზებით გაიმართა.
პროექტი ქედა ლიდერი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.