(032) 2 293 249‬

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ლაგოდეხს ეწვია

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ლაგოდეხს ეწვია

13-14 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო–გაცვლითი ვიზიტით ეწვია ლაგოდეხს და ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვდა ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს.
ორი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და „ქეა“-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ორდღიან შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო ENPARD-ის პროექტის – ქედა ლიდერი ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ. მონაწილეებმა განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ლაგოდეხის ჯგუფმა სტუმრებთან ისაუბრეს საგრანტო კონკურსების, მონიტორინგის და შეფასების სქემების, მიღწევების და გამოწვევების, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზაციული მდგრადობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო გასვლითი შეხვედრებიც, რომლის დროსაც ლაგოდეხელმა კოლეგებმა, ქედის ჯგუფს, ადგილზე აჩვენეს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ასევე მოაწყეს შეხვედრები ევროკავშირის ბენეფიციარ მეწარმეებთან და სოციალური პროგრამების განმახორციელებელთან.
სასწავლო ვიზიტში მონაწილე ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა შეფასებით, აღნიშნული საინფორმაციო–გაცნობითი შეხვედრა საინტერესო სამუშაო ფორმატია და გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის გათვალისწინებისა, თუ ახალი პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.
შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი იმუშავებს ორგანიზაციული სტრატეგიის განვითარებაზე. სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინება მოხდება სტრატეგიული გეგმაზე მუშაობისას.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge.