(032) 2 293 249‬

ქედის ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

ქედის ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

19-20 ივლისს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისქედა ლიდერ-ის ფარგლებში, დემოკრატიის ინსტიტუტის, CENN-ის და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმრთველი საბჭოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს   ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის  (LAG-ის) სექტორულ ქვეჯგუფებთან.
შეხვედრების მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი და  გამოკვეთილი მიმართულებები; აგრეთვე მონაწილეებმა შეიმუშავეს შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა შემდეგი ოთხი ძირითადი სამოქმედო მიმართულებისათვის:
  • სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება სოფლად ეკონომიკური საქმიანობების     დივერსიფიკაციისათვის;
  • გარემოს დაცვა (მათ შორის ბუნებრივი  კატასტროფების რისკის შემცირება) და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა;
  • განათლება, კულტურა და სპორტი.
LAG-ის წევრებმა დეტალურად განიხილეს თითოეული მიმართულების შემადგენელი საქმიანობები, განსაზღვრეს დაინტერესებული მხარეები და დაფინანსების  პოტენციური წყაროები. შეხვედერების დასასრულს, სექტორული მიმართულებების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა LAG – ის მმართველმა საბჭომ შეაჯამა.
აგვისტოში დაგეგმილია ინტენსიური შეხვედრები და სტრატეგიის პრეზენტაცია ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და აჭარის ავტონომიურ ირესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საგრანტო სახელმძღვანელოს შემუშავებაზე, რომლის საფუძველზეც, შემოდგომაზე, გამოცხადდება პირველი საგრანტო კონკურსი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ისვებგვერდს: www.enpard.ge