(032) 2 293 249‬

ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშრის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშრის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ინიციატივასმერები ეკონომიკური ზრდისთვის“.
მერები ეკონომიკური ზრდისთვისწარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მერებს აქტიური როლი შეასრულონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ინიციატივის ამბიციაა გარდაიქმნას მასშტაბური ზომის პროფესიულ გაერთიანებად, რომელიც წევრებს სთავაზობს წვდომას ექსპერტულ ცოდნაზე, თანაბარუფლებიან მხარდაჭერასა და წარმატების ფართოდ გაზიარების შესაძლებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ ქედის მერის ბატონი ლევან გორგილაძის ინიციატივით, პროექტისთვის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცრის პოზიციაზე ნომინირებულ იქნა მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი სპეციალისტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების სექტორული მიმართულების კოორდინატორი რაულ ცინცაძე.
ქედის მერის თქმით ,,ჩვენ მუნიციპალიტეტში მორიგ სასიამოვნო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ეკონომიკური განვითარების პარტნიორობის შექმნისა და ფუნქციონირების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ქედის მერიას აქვს მოლოდინი, რომ კოორდინირებული მუშაობით არაერთი სიკეთის განხორციელება იქნება შესაძლებელი, ეს იქნება გრძელვადიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება მიმართული. მადლობა ევროკავშირს ასეთი შესაძლებლობისთვის, ხოლო CENN-ს, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ქედის ადგილობრივი განვითარების  ჯგუფს ინიციატივისათვის“.
აღნიშნული ინიციატივაში ქედის გაწევრიანება ქმნის ახალ შესაძლებლობებს მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდისა და დონორებისგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვებისთვის. ამასთან, ქედის გაწევრიანება ინიციატივაში ადგილობრივ განვითარების ჯგუფსა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის წარმატებული თანამშრომლობის მორიგი მაგალითია.