ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები

ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია CENN, ცნობილია სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები.
მე-2 საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე სულ შემოვიდა 124 (იდეა), ხოლო მეორე ეტაპზე წარმოდგენილ იქნა 53 სრული განაცხადი.
განაცხადების ფინანსურ-ადმინისტრაციული შემოწმება, შეფასება და შერჩევა განხორციელდა საგრანტო კომისიის მიერ, CENN-ის, დემოკრატიის ინსტიტუტის, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს მიერ ერთობლივად. შედეგად შერჩეულ იქნა 22 პროექტი.
პროექტების გადანაწილება, ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, შემდეგნაირია:
  • სოფლის მეურნეობა – 5
  • ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია – 8 
  • ტურიზმი – 9
იხილეთ პროექტების შეახებ დეტალური ინფორმაცია.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge