(032) 2 22 04 26
რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA)
რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) რეგიონული განვითარების ასოციაცია საქართველოში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, შეცვალოს ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ მიმართულ ცვლილებებში მათი ჩაბმის მეშვეობით. ასოციაცია დაარსდა 2010 წელს და მას შემდეგ ძირითადად მუშაობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თუმცა მისი სათავო ოფისი თბილისშია.
რეგიონული განვითარების ასოციაციამ 2014 წლიდან საქმიანობა დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო, მას შემდეგ, რაც მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო პროგრამის „ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის“ განხორციელებაში, კავკასიაში CARE International-თან  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან ერთად კონსორციუმის წევრობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელებისას, მდგრადი კოოპერატივების ჩამოყალიბების მიზნით, რეგიონული განვითარების ასოციაცია ატარებს საველე სამუშაოებს სამეგრელოს, გურიის და ქვემო სვანეთის შვიდ რაიონში. მას ასევე ეკისრება  ბენეფიციარი „ქოლგა“ ორგანიზაციის – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის – ორგანიზაციულ შესაძლებლობათა განვითარება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს:   www.rda.org.ge