(032) 2 293 249‬

რეგიონული საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა

რეგიონული საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, 2016 წლის 22-23 სექტემბერს, 10:00 სთ, ბათუმში, სასტუმრო რედისონ ბლუში, პროექტის“თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანია, რეგიონულ ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარება და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიურ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, შეხვედრას დაესწრებიან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს პრეზენტაციების წარდგენას, დისკუსიას, ტრენინგ კომპონენტის შეფასებასა და ჯგუფურ მუშაობას.
ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს „თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“ ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამნეტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით.
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდით ეკა მოლაშხიას 577101107
დამატებითი ინფორმაცია:
ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებს ევროკავშირი 52 მილიონი ევროს მხარდაჭერას უწევს. ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, კომუნიკაციების მენეჯერი
მიკოლაი ბეკასიაკი Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
Action Global Communications: ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელი,
მაია ჩიტაია, maia.chitaia@actionprgroup.com; ტელ: 599 490012