(032) 2 293 249‬

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა

საგრანტო კონკურსი ჩატარდება ციკლებად, სადაც განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ  განსაზღვრულ პერიოდში.
საგრანტო პროცესი მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს:
  1. რეგისტრაციის ეტაპი, სადაც განმცხადებლები ონლაინ პლატფორმაზე ქმნიან საკუთარ პროფილს
  2. საგრანტო განაცხადის შევსების პროცესი, სადაც განმცხადებელი აღწერს ბიზნეს იდეას, სასურველ აღჭურვილობას, ბიუჯეტს და წარადგენს ყველა დამატებით დოკუმენტს
  3. განაცხადის თავდაპირველი ტექნიკური განხილვა მოიცავს პროექტის შეფასებას  კრიტერიუმებთან შესაბამისობისა და ზოგადი მიზანშეწონილობის გადამოწმების მიზნით. განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს საკუთარი განაცხადის კორექტირება, ვიდრე პლატფორმაზე არ შეავსებს ყველა მოთხოვნილ ველს 
  4. ქულების მინიჭება – აღნიშნულ ეტაპზე  შემოთავაზებული პროექტი ფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი კომპონენტების გათვალისწინებით 
  5. გადაწყვეტილების მიღება –  განაცხადის განხილვის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას პროექტების დამტკიცებასთან დაკავშირებით 
  6. ხელშეკრულების მომზადების ეტაპი – განმცხადებელი FAO-სთან ერთად ამზადებს შეთანხმების პირობებს. განმცხადებელს ასევე მოეთხოვება წარმოადგინოს თანადაფინანსების უზრუნველყოფის დამადასტურებელი  დოკუმენტი 
  7. განხორციელებისა და შემდგომი ეტაპი.
  8. საგრანტო თანხას FAO გადაუხდის მომწოდებლებს მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაფარავს თავის კონტრიბუციას, მიიღებს აღჭურვილობას და პლატფორმის საშუალებით წარადგენს აღჭურივლობის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. მრავალჯერადი ტრანშების შემთხვევაში, თითოეული ტრანშის გადახდა მოხდება განმახორციელებლი პარტნიორის მიერ წინა ეტაპის დასრულების დადასტურების შემდეგ.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის შევსებისას საჭირო იქნება  ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
  • განმცხადებლის/კომპანიის ისტორია და არსებული მდგომარეობა
  • ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებული უნარები და გამოცდილება  
  • პროექტის მიზნობრივი პროდუქტი და ბაზარი
  • პროექტის მიზნები, ამოცანები და აქტივობები
  • სტრატეგია ამ მიზნების მისაღწევად
  • მოსალოდნელი შედეგები დასაქმების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებული კატეგორია და არაპირდაპირი ზეგავლენა
  •  პროექტის მდგრადობა
  •  გარემოსდაცვითი საკითხები
  •  რისკების ანალიზი და მათი აღმოფხვრის გზები.

 

განმახორციელებელი პარტნიორი