(032) 2 293 249‬
საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია

6469e64298f7444ea641e3f3d17fecd8

საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია ეიბისიოჯორჯია დაფუძნდა 2001 წლის ოქტომბერში. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობას, მცირე და საშუალო საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების განვითარებას, მთლიანობაში კი, ქართველი მენეჯერებისა და სასოფლო-სამეურნეო სქეტორში მომუშავე ფერმერების ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლების გზით, დაეხმაროს ქართულ ბიზნესს და სოფლის მეურნეობას ახალი ხარისხობრივი დონის მიღწევაში.  „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ წარმოადგენს „მერსი ქორპსის“ განმახორციელებელ პარტნიორს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „ევროპის ENPARD-ის პროექტის „ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ განხორციელებაში. პროგრამის ფარგლებში „ეიბისიო-ჯორჯიამ“ უზრუნველყო ტრეინინგების ჩატარებას ფერმერული ჯგუფებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სერვისის მომწოდებლებისთვის, ასევე ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარების გეგმების ჩამოყალიბებას (თანადაფინასების განაცხადის ფორმით), პრაქტიკულ სწავლებას და პირდაპირ კონსულტაციებს ფერმერული ჯგუფებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სერვისების მომწოდებლებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს:   www.abco.caucasus.net