(032) 2 293 249‬

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, საგანმანათლებლო მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” ფარგლებში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალქალაქის სოფლის განვითარების პროექტს ეწვია

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, საგანმანათლებლო მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” ფარგლებში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალქალაქის სოფლის განვითარების პროექტს ეწვია

2019 წლის 2-3 ნოემბერი, ახალქალაქიწიგნიერების და მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობა და გავლენა ადამიანის განვითარების პროცესზე იყო გაკვეთილებისა და შეხვედრების მთავარი თემა, რომელიც გაიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ, გიორგი კეკელიძესა და ახალქალაქის ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდებისა და ქალების ინტეგრირებაზე.  
პირველი გაკვეთილი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ტრენინგ ცენტრში გაიმართა და მას აღნიშნული ჯგუფის წევრები, ქალები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. როგორც გიორგი კეკელიძემ დამსწრეებთან აღნიშნა, ეკვილიბრიუმის ძირითადი კონცეფციაა სამკითხველო კუთხეების მოწყობა ყველა სოფელში. მან ასევე ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობაზე და შესაბამისი ვიზუალური მასალები წარუდგინა აუდიტორიას
ბიბლიოთეკების გახსნა და მსგავსი შეხვედრები, ლექციები თუ სემინარები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას. წიგნები დაგეხმარებათ მომავლის შიშის დააძლევასა და ახალი თავგადასავლების მოძიებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ახალი თაობის ინტელექტუალური განვითარებისათვის, რაც ეკვილიბრიუმის მთავარი ამოცანაა. ეს არ არის ერთდღიანი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ გავაგრძელებთ ახალქალაქის სკოლების მონახულებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ დავმეგობრდებით”- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
ზემოაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ქართულ და ინგლისურ წიგნებს. ადგილობრივებისათვის ასევე მოეწყობა ხატვისა და ხელოვნების უფასო საკვირაო სკოლები
ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ გიორგი კეკელიძეს ახალქალაქში. ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, ჩვენი ჯგუფი ხელს შეუწყობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა ვიზიტორს, რადგან ჩვენ ვცდილობთ გადავლახოთ  ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ინტეგრაციული გამოწვევები და უფრო აქტიური გავხადოთ ჩვენი ახალგაზრდები,” – აღნიშნა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ, აპეტნაკ ზანდარიანმა.
პროექტსსოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქშიახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.enpard.ge