(032) 2 293 249‬
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 1994 წელს შეიქმნა. ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD) USDA-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის მემკვიდრეა, რომელიც 2003 წლის ივნისში დაიწყო და რომელსაც GIPA 2005 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის მიზანია სოფლის განვითარების და საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რეგიონებში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა, განათლების დონის ამაღლება, არსებული შესაძლებლობების გაზრდა, ინსტიტუციური განვითარება, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის მდგრადი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სწორი მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავება. დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია, ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობის სტატისტიკა, აგრობიზნესი, პროფესიული განათლება და სოფლის ეკონომიკური მდგომარეობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.gipa.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • საკონტაქტო პირი: ქეთევან რუხაძე
  • ელ-ფოსტა: rukhadze@gipa.ge
  • ტელ:  (+995) 591 194 308

 


 

სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD) ახორციელებს პროექტს „სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2016 – 2020
პროექტის მიზანია სოფლად სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა, სოფლის განვითარების ახალი და თანამდეროვე მეთოდების გამოყენებით. პარტნიორებთან ერთად GIPA გეგმავს ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე გაკეთდება.

 


 

თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით, განახორციელა ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ პროექტი – “თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში”. პროექტის ძირითადი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებული რეგიონული საგანმანათელებლო და კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ შეძლონ სოფლის მეურნეობის, საკვების გადამუშავების, გარემოსდაცვითი და სოფლის განვითარების სფეროებში არსებულ გამოწვევებს საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით უპასუხონ. პროექტის ბენეფიციარები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2015 – 2017

 


 

ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სოფლის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD) ქვე-პარტნიორ ორგანიზაცია „მერსი ქორპსთან“ ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 2013-2017 წლებში ახორციელებდა პროექტს „ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სოფლის მუნიციპალიტეტებში“. GIPA პასუხისმგებელი იყო კოოპერატივების პოლიტიკასა და ლობირება/ადვოკატირებასთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელებაზე. კერძოდ, სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ფერმერული ჯგუფების რეგულარული ფორუმის ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობაზე. აგრეთვე, მან ფასილიტაცია გაუწია მთავრობის საორიენტაციო სესიებს ფერმერული ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისათვის სოფლის მეურნებობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ. GIPA-მ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის (იმერეთი და შიდა-ქართლი) გამართა ტრენინგები შემდეგ თემებზე: სოფლის მეურნეობის სტრატეგიის გაცნობა მოსახლეობოსათვის, ეფექტური შიდა და გარე სამთავრობო კომუნიკაცია, ინფორმირებულობის გაზრდა გენდერულ კანონმდებლობასა და მის განხორციელებაზე. ტრენინგების ძირითადი მიზანი იყო გენდერული საკითხების შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა, ქალებისა თუ მამაკაცებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების, გენდერულ თანასწორობასთან, შრომასთან, ჯანმრთელობასა და განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა.
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 – 2017