(032) 2 293 249‬
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

საქართველოს საზოგადოებრივს საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 1994 წელს შეიქმნა. 2005 წლის აპრილიდან, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით, ინსტიტუტმა ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა – (GRDP).
GIPA იყო „მერსი ქორპსის“ პარტნიორი ორგანიზაცია ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის“ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში” განხორციელებისას, რომლის მიზანი იყო ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში.
GIPA პასუხისმგებელი იყო პოლიტიკასა და ლობირებისთან/ადვოკატირებასთან დაკავშირებილი საქმიანობების განხორციელებაზე. ორგანიზაცია, შექმნა რეგულარული დიალოგის ფორუმი ფერმერულ ჯგუფებს, მომსახურების მიმწოდებელსა და სამთავრობო სექტორს შორის სამიზნე მუნიციპალიტეტებში; ფასილიტაცია გაუწია მთავრობის საორიენტაციო სესიებს ფერმერული ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისათვის სოფლის მეურნებობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ.  ჩაატარა ტრენინგები ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებისათვის შემდეგ თემებზე: სოფლის მეურნეობის სტრატეგიის გაცნობა მოსახლეობისათვის, ეფექტური შიდა და გარე სამთავრობო კომუნიკაცია, ინფორმირებულობის გაზრდა გენდერულ კანონმდებლობასა და მის განხორციელებაში. ამ ტრენინგების ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებისთვის სასარგებლო, თანამედროვე საბაზისო ცოდნის მიწოდება, რათა მათ უფრო ეფექტურად გააცნონ სოფლის მეურნეობის სტრატეგია ადგილობრივ მოსახლეობას. GIPA-მ აგრეთვე ჩაუტარა ტრენინგები ფერმერულ ჯგუფებსა და სასოფლო-სამეურნეო მიმწოდებლებს შემდეგ თემებზე: გენდერული ინტეგრაცია, ლიდერობის უნარ-ჩვევები და ლობირების/ადვიკატირების უნარ-ჩვევები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს:  www.gipa.ge