(032) 2 293 249‬

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ეფექტური მართვისა და დამატებული ღირებულების შექმნის პრობლემები და შესაძლებლობები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ეფექტური მართვისა და დამატებული ღირებულების შექმნის პრობლემები და შესაძლებლობები

2018 წლის 31 იანვარს, 10:00 -15:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში“, თბილისში, რუსთაველის გამზირის #13-ში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ გიწვევთ ვორკშოპზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ეფექტური მართვისა და დამატებული ღირებულების შექმნის პრობლემები და შესაძლებლობები“. შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკანონმდებლო რეგულირების ეფექტურობისა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება – სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემების, საწარმოო ინოვაციების დანერგვა და ბრენდირება.
შეხვედრა ტარდება ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის  (ENPARD) მიერ დაფინანსებული პროექტის  „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“  “დაგროვილი გამოცდილების გაზიარების ვორკშოპების“ სერიის ფარგლებში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული პროგრამა.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ ღონისძიებაზე დასწრება 29/01/2018, 12:00 საათამდე.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვიანიშვილი  კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk  მობ: (+995) 591119192              
  • მარიკა კაპანაძე. პროექტის კოორდინატორი, ასოციაცია „ელკანა“, ელ ფოსტა: advocacy@elkana.org.ge  მობ: (+995) 59119 5517

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები აჭარაში

2014 წელს აჭარაში 11 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა, ხოლო 2015-ში კიდევ 50 გაიხსნება. აჭარის მცირე ფერმერებს ეხმარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა ENPARD აჭარა, რომელიც მხარს უჭერს ფერმერებს, ჩამოაყალიბონ კოოპერატივები და მიიღონ თანამედროვე ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესახებ. ნათია ნაცვლიშვილი (UNDP) და ხუან ეჩანოვე (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში) ეწვივნენ ქობულეთის აგროსერვისს, სადაც მიმდინარეობს მცირე ფერმერთა კონსულტაცია, საცდელი და სასწავლო მეურნეობების შექმნა. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ახალი კოოპერატივები ასევე მიიღებენ უახლეს ტექნიკას – თაფლის დამფასოებელ დანადგარებს, ჰიდროპონიკას საკვები ბალახის დასამზადებლად, ცოცხალი თევზის გადამზიდებს.

ნახეთ მეტი ამ პროექტზე: http://bit.ly/1muA2CM