(032) 2 293 249‬

შიმშილის თამაშები: სპეკულაციები სურსათის ბაზრებზე

შიმშილის თამაშები: სპეკულაციები სურსათის ბაზრებზე

13 მაისი, 2017 წელი

ავტორები: სალომე გელაშვილი, ფატი მამარდაშვილი

ძველ საბჭოთა ფილმშიერთხელ 20 წლის შემდეგ“ 10 შვილის დედა, რომელმაც ადგილობრივ მაღაზიაში უამრავი ტანსაცმელი და სურსათი შეიძინა, მაღაზიის ადმინისტრატორს ის სპეკულატორი ეგონა  და როგორც კი ქალმა მაღაზია დატოვა, პოლიციაში დარეკა. ქალი დაჭერას გადაურჩა, როდესაც გაირკვა, რომ ამდენი საქონელი მხოლოდ თავისი დიდი ოჯახისთვის და არა გადასაყიდად შეეძინა.
საბჭოთა დროს სიტყვასპეკულაციასძალიან უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა. სპეკულაციაში ეჭვმიტანილები შეიძლება ციხეში აღმოჩენილიყვნენ, თუ ეჭვი დადასტურდებოდა. დღეს სპეკულაცია, როგორც ასეთი, არ არის აკრძალული, თუმცა სიტყვასპეკულაციაანსპეკულატორიხშირად უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება.
სპეკულაცია შესაძლებელია ყველა სახის ბაზარზე; თუმცა ყველაზე ხშირად სპეკულაცია გვხვდება ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციებისა და ვალუტის ბაზრებზე. სასოფლოსამეურნეო საქონელიც ხშირად ხდება სპეკულატორების სამიზნე, სპეკულაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხორბლისა და შაქრის ბაზრებზე. ის დროდადრო კაკაოს და ყავის ბაზარზეც იჩენს თავს. საინტერესოა, რომ ახლახანს სპეკულატორების სამიზნე გახდა ნიორი, რის გამოც 2016 წლის ბოლოს ნივრის ფასმა საოცრად მოიმატა. ამინდის გაუარესებამ ჩინეთში, სადაც იწარმოება მსოფლიო ნივრის ექსპორტის 80%-ზე მეტი, მცირე მოსავლის მოლოდინი შექმნა და მოვაჭრეებს მიეცათ სტიმული, მომავალში ფასთა სხვაობიდან მოგება ენახათ. ძლიერმა წვიმებმა და თოვლმა მოსავალი დააზიანა და მიწოდება შეამცირა. ბევრმა მოვაჭრემ საჩქაროდ შეიძინა ნიორი და ასეთმა სპეკულაციურმა შესყიდვამ ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. საბოლოოდ, მიწოდების ნაკლებობამ და ფასების ზრდამ ჩინეთიდან ექსპორტი შეამცირა.
ფასების უეცარი ზრდის ერთერთი მიზეზია სპეკულაციები და ეს არაერთხელ მომხდარა განვლილი 50 წლის განმავლობაში. სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, სურსათზე ფასები ყველაზე მეტად 1974, 2007-2008 და 2010-2011 წლებში გაიზარდა.

წყარო: FAO. შენიშვნა: საბაზისოდ მიიჩნევა 2002-2004 წლების საშუალო (ინდექსი=100)

სპეკულაცია არასოდეს არის ფასების უეცარი ზრდის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მასში. მოკლევადიან პერიოდში, სურსათზე ფასებს, როგორც წესი, განსაზღვრავს წარმოება (მიწოდება), მარაგები, ნავთობის ფასები, სავალუტო კურსის რყევები, სავაჭრო პოლიტიკა (მაგ., ექსპორტზე შეზღუდვები) და სპეკულაცია, მაგრამ თუ ფასები ძალიან მკვეთრად იზრდება, როგორც, მაგალითად, 2008 წელს, როდესაც სურსათის ფასების ინდექსი 40%-ით გაიზარდა 2006 წელთან შედარებით, სპეკულაციას, როგორც პოტენციურ გამომწვევ მიზეზს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ (ვალი ., 2009 .).
და მაინც, რა არის სპეკულაცია?
სპეკულაცია ძალიან ძველი ფენომენია, რომელიც სურსათის ბაზარზე ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც ფერმერებმა მოსავალი აღებამდე მიჰყიდეს მოვაჭრეებსგანმარტების თანახმად, სპეკულაცია არის აქტივის შეძენა იმ იმედით, რომ მომავალში მისი ღირებულება გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ განმარტება შედარებით მარტივია, კამათი მიმდინარეობს იმაზე, არსებობს თუ არა განსხვავება სპეკულაციასა და ინვესტიციას შორის. ზოგიერთი ეკონომიკური თეორია, მაგალითად ნეოლიბერალიზმი, ვერ ხედავს რაიმე განსხვავებას ამ ორს შორის და სპეკულაციას ინვესტიციის ერთერთ ფორმად მიიჩნევს, სხვა თეორიებით კი მიიჩნევა, რომ სპეკულაცია განსხვავდება ინვესტიციისგან თავისი ბუნებით და იმით, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე.
ნეოლიბერალებისგან განსხვავებით და სხვა მრავალი ეკონომისტის მსგავსად, ვალის ნაშრომშისურსათით სპეკულაცია, 2008 წელს ფასების გაბერვის მთავარი ფაქტორიამტკიცებს, რომ განსხვავება სპეკულაციასა და ინვესტიციას შორის არის ის, რომ ინვესტიციით იქმნება დამატებითი ღირებულება, რომელიც ბიზნესს სიცოცხლისუნარობას მატებს, ხოლო სპეკულაცია მხოლოდ ფასთა სხვაობით სარგებლობს და არ ქმნის რაიმე დამატებით ღირებულებას. მეორე განსხვავებაა ის, რომ, როდესაც ინვესტიცია წარუმატებელია, აქტივების (შენობის, მანქანადანადგარების) გამოყენება მაინც შესაძლებელია მომავალში, ხოლო წარუმატებელი სპეკულაციისგან არაფერი რჩება. ეკონომიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით, ვალი ამბობს, რომ სისტემა ძალიან არასტაბილურად მიიჩნევა, თუ დოვლათი იქმნება სპეკულაციური ქმედებებით, რომლებიც რეალურს არაფერს მატებს ეკონომიკას.
როგორ მუშაობს სპეკულაცია?
ჩვეულებრივ, პროცესი ასეთია: ფერმერი მოვაჭრეს უთანხმდება ფიქსირებულ ფასზე, რომელიც მას მოვაჭრემ უნდა გადაუხადოს მომავალში და ხელს აწერს კონტრაქტსდერივატივს, რომელსაც ფიუჩერსი ეწოდება. ასეთ სპეკულაციას კომერციული ვაჭრობა ჰქვია და შედარებითკარგ სპეკულაციადითვლება, რადგან, ერთი მხრივ, კონტრაქტით ფერმერს გარანტირებული აქვს ფიქსირებული ფასი და, ამავდროულად, რისკი ფერმერიდან მოვაჭრეზე გადადის. მეორე მხრივ, თუ მოვაჭრე დერივატივს მეწისქვილეს მიჰყიდის, რისკის ნაწილი მოვაჭრიდან მეწისქვილეზე გადადის. ასეთი გარიგება ხელსაყრელია მეწისქვილისთვის, რადგან გარანტირებული აქვს სტაბილური მიწოდება. საქონლის ფასი წინასწარ არ არის ცნობილი, ამიტომ, მოგვიანებით, როდესაც ფიუჩერსის გადახდის დრო დგება, ფასი შეიძლება იყოს ფერმერისა და მეწისქვილის კონტრაქტებში დაფიქსირებულ ფასზე მეტი ან ნაკლები, შესაბამისად, მხარეები ან მოგებულები არიან, ანწაგებულები. მიუხედავად საფასო სხვაობისა, მოვაჭრე მაინც იღებს მოგებას, რადგან დერივატივები უფასო არ არის და მოვაჭრის შემოსავლის ნაწილი საკომისიოა. ამ საკომისიოს გამო საქონლის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე იქნებოდა, ვაჭრობა რომ პირდაპირ ფერმერსა და მეწისქვილეს შორის გამართულიყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვაჭრობა შედარებით კარგია, ის მაინც ზრდის ფასებს. ამასთან, ფასების ზრდა ერთადერთი პრობლემაა არაა; კომერციული მოვაჭრეები არ არიან დაინტერესებულები, გაზარდონ ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მონაწილეების პროდუქტიულობა. მოვაჭრეებს ურჩევნიათ, ბაზარზე სოფლის მეურნეობის საქონლის დეფიციტი და არამყარი ფასები იყოს, რადგან ამგვარად ისინი მდიდრდებიან. ზოგიერთ დიდ მოვაჭრეს თავისი მეტეოსადგურიც კი აქვს, რომ უკეთ იწინასწარმეტყველოს ამინდი და, შესაბამიდად, ფასებიც.
კომერციული ვაჭრობის ეს ტიპი დაკავშირებულია წარმოებასთან, ხოლო საინდექსო ფონდების საქმიანობა პირდაპირ ფასიანი ქაღალლდების ინდექსების ფასების სხვაობაზეა მიბმული და უკიდურესად პროციკლურია. საინდექსო ფონდები მოვაჭრეთა კიდევ ერთი კატეგორიაა, ისინი ვაჭრობენ სხვადასხვა საქონლისგან შემდგარი კალათით. საინდექსო ფონდები, რომელთა კალათაშიც 20% სასოფლოსამეურნეო საქონელია, სურსათზე ფასების გაბერვის (აქტივით ვაჭრობა იმ ფასად, რაც ბევრად აღემატება აქტივის რეალურ ღირებულებას) მთავარი შემოქმედნი არიან. ეს კი სპეკულაციის ძირითადი პრობლემაა. ფინანსური ბაზრის კრიზისის შემდეგ, ბევრმა საინდექსო ფონდმა საქონლის ბაზარზე გადაინაცვლა და იქ ფასების ზრდა გამოიწვია.
ასე რომ, ორივე სახის სპეკულაცია, კარგიც და ცუდიც, სურსათზე ფასების ზრდას იწვევს, ეს კი რისკის ქვეშ აყენებს სასურსათო უსაფრთხოებასადამიანის ძირეულ უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკვებზე.
როგორ გავუმკლავდეთ სპეკულაციას?
სახელმწიფო გარანტიები სურსათის ბაზრებზე სპეკულაციების ერთერთი ალტერნატივაა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ ფერმერს გადაუხდის გარკვეულ ფასს თავის ნაწარმში, ეს, ფაქტობრივად, სუბსიდიას ნიშნავს და, შესაბამისად, ბაზარზე უხეშ ჩარევას. გარდა ამისა სუბსიდია ტვირთად აწვება ისედაც შეზღუდულ სახელმწიფო ბიუჯეტს.
მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ინვესტორი და ბესტსელერის ავტორი დაგ ქეისი ამტკიცებს, რომ წარმატებული სპეკულატორები დაბალ რისკზე მიდიან და თამ რაციონალურები და არაემოციურები არიან, თუ ძალიან ბევრი მათგანი ერთდროულად იმოქმედებს, ბაზარზე ფასების გაბერვის შესაძლებლობა ცალსახად იზრდება.

სტატია მომზადდა ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებითა და ქეასთან თანამშრომლობით. დოკუმენტის შინაარსი არის მხოლოდ ქეასა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პოზიციას.
 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.