(032) 2 293 249‬

a1a43ce05e4549eea596754c191da8e5

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
არასამთავრობო ორგანიზაცია სოფლად თემთა განვითარების სააგენტო დაფუძნდა (RCDA) 1997 წელს მცირე ფერმერების ჯგუფის, ფერმერთა საკრედიტო კავშირების, კოოპერატივების, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე, თემის შერჩევის, სიტუაციური ანალიზის, საჭიროებების შეფასებისა და განსაზღვრის, პროექტის შემუშავებისა და განხორციელების ჩათვლით, RCDA იყენებს განსხვავებულ მიდგომას, რომელიც ხაზს უსვამს ადგილობრივ ცოდნას. ორგანიზაცია ცდილობს, საშუალება მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას, თავად შეაფასონ და გააანალიზონ სოფლის განვითარების პროექტები, რისთვისაც გამოიყენება მონაწილეობითი მიდგომის კომბინაცია – სოფლის ცხოვრების შეფასების, მონაწილეობითი სწავლებისა და მოქმედების, სემინარის სხვადასხვა მეთოდი – ადგილობრივი პრობლემების, შეზღუდული რესურსებისა და უთანასწორობის ძირითადი საჭიროებების გამოვლენის მიზნით.  ორგანიზაციის აქტივობებში ჩართულნი არიან სხვადასხვა სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების ექსპერტები, რომელთა საქმიანობაც მრავალფეროვანია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, RCDA-მა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმატებით განახორციელა რამდენიმე პროექტი თუ პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო სოფლად მცხოვრები დევნილების, ქალებისა თუ ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს:   www.rcda.ge