(032) 2 293 249‬

სოფლის განვითარების ევროპული LEADER ასოციაცია უზიარებს თავის გამოცდილებას საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს

სოფლის განვითარების ევროპული LEADER ასოციაცია უზიარებს თავის გამოცდილებას საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს

2018 წლის 18 დეკემბერი, თბილისი – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ევროპული სოფლის განვითარების LEADER ასოციაციის (ELARD) მიერ ორგანიზებულ სამდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც თბილისში 14-16 დეკემბერს გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი LAG-ებისთვის სოფლის განვითარების სფეროში ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, დახმარება შიდა და გარე საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებაში და საჭირო პარტნიორების მოძიებაში ადვოკატირებისა და დაფინანსების მოზიდვისთვის მყარი პლატფორმის შესაქმნელად, რჩევები თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად და, ასევე, GALAG-ის წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების საკითხების განხილვა.
სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობის მანძილზე შემუშავდა GALAG-ის საკომუნიკაციო გეგმა და შეიქმნა ორი თემატური ჯგუფი ადვოკატირება/ლობირებისა და ფონდების მოძიების საკითხებზე სამუშაოდ. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს ELARD-ის მნივნელოვანი წვლილი  GALAG-ის შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში და ასევე, აღიარეს მისი წამყვანი როლი ორგანიზაციის მომავალ განვითარებაში. „არასოდეს დავსწრებივარ ასეთ საინტერესო შეხვედრას, რომელმაც ნათლად დამანახა, თუ როგორ უნდა განვითარდეს GALAG-ი, რომ მიაღწოს წარმატებას“- განაცხადა მაკა ღონღაძემ, GALAG-ის თავმჯდომარემ, სამუშაო შეხვედრის ბოლოს.
სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის  (ENPARD), ფარგლებში, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების მჭიდრო თანამშრომლობის გზით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: www.enpard.ge.