(032) 2 293 249‬

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ახალციხეში სასოფლო-სამეურნეო გამოფენა გაიმართა

სოფლისა და სოფლის მეურნეობისა განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი მერსი ქორფსის (Mercy Corps) კონსორციუმის მიერ 16 სექტემბერს, ახალციხეში, შპს “მექანიზატორი“-ს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო გამოფენა გაიმართა.
გამოფენას ესწრებოდა რეგიონში რეგისტრირებული 300-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.  ხოლო, რეგიონში მოქმედი დაახლოებით 40-მდე სასოფლო-სამეურნეო სერვისის მიმწოდებელმა საკუთარი პროდუქცია გამოფინა და შეღავათიანი მომსახურების პაკეტები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და ადგილობრივ ფერმერებს შესთავაზა.
გამოფენაზე აგრეთვე მოწვეული იყო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, კოოპერატივების განვითარების სააგენტო; სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო; სურსათის უვნებლობის სააგენტო; საქართველოს მელიორაცია; და რეგიონში მოქმედი მიკრო საფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციები.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშემ, პროგრამის მენეჯერმა ქნ. ქრისტინა კასელამ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ბნ. გიორგი მიშელაძემ, და ორგანიზაცია „მერსი ქორპსი“-ს წარმომადგნლებმა.
გამოფენის მსვლელობისას კოოპერატივებისათვის გათამაშდა წამახალისებელი პრიზები: ბენზო-ცელი; ბენზო-ხერხი; ელექტრო შესაწამლი აპარატი და სხვა.