(032) 2 293 249‬

Soplidan.ge - სოფლის პროდუქტების პირველი ინტერნეტ მაღაზია საქართველოში

Soplidan.ge – სოფლის პროდუქტების პირველი ინტერნეტ მაღაზია საქართველოში

capture

სულ რაღაც 11 თვის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა სოფლის პროდუქტების ონლაინ მაღაზია www.soplidan.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს ასზე მეტი დასახელების ქართული პროდუქტი (ხილ-ბოსტნეული, ფრინველისა და საქონლის ხორცი, კვერცხი, თაფლი, რძის ნაწარმი და სხვა.), გაეცნოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასებს, მიიღოს ინფორმაცია მის წარმომავლობაზე, შეუკვეთოს და მომდევნო დღეს დაელოდოს ამ შეკვეთას სახლში.

delivery

ამ კომფორტული იდეის ავტორი ორი ახალგაზრდა დედაა, რომელთაც ასეთი სერვისის შექმნა ყოველდღიურმა საჭიროებამ უკარნახა: ნათია ნინიკელაშვილი და ნინო მღებრიშვილი, როგორც პატარების დედები, ყოველთვის იდგნენ იმ პრობლემის წინაშე, თუ როგორ და სად მოეხერხებინათ ჯანსაღი პროდუქტის შეძენა ოჯახისთვის, მასთან დაეზოგათ ხარისხიანი სურსათის შესარჩევად და შესაძენად საჭირო დრო.

children

 „მე და ჩემს მეგობარს და კომპანიის თანადამფუძნებელს, ნათია ნინიკელაშვილს, გვყავს პატარა შვილები. ყოველთვის ვცდილობდით ქართული, ჯანსაღი პროდუქტი შეგვეძინა ბავშვებისთვის. ამისთვის დავდიოდით სოფლებში, ბაზარში. აქედან წამოვიდა იდეა – რატომ არ შეიძლებოდა მომხმარებელს ჰქონოდა საშუალება უფრო მარტივად შეეძინა ამგვარი პროდუქტი? მე და ნათია წარმოშობით კახეთიდან ვართ და კავშირი გვაქვს სხვადასხვა სოფლებთან. მოვიფიქრეთ, რომ თუ საიტებით იყიდება ტანსაცმელი ან ტექნიკა, ასევე გაიყიდებოდა ქართული, ჯანსაღი პროდუქტიც.“ – ამბობს ნინო მღებრიშვილი.

ასე შეიქმნა Soplidan.ge, რომელიც დღეს უკვე 1000-ზე მეტ ოჯახს ემსახურება – თბილისელები უკვეთავენ ინტერნეტით ქართველი გლეხისა და ფერმერის წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და სახლიდან გაუსვლელად იღებენ შინ.

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ცალკეულ გლეხებთან, ისე ფერმერებთან (მაგალითად, მწვანე სახლები ლისზე, Jammy green Organic Vegetables, შპს ჯბზ – რძის ნაწარმი ახალციხიდან, შპს სობისური-ვაშლის წვენი და ძმარი, შპს ქარელის ჩირი, პაპუნა კოხტაშვილის „ბედნიერი თევზების ფერმა“ – ლოქო, შპს ბიომარი – კალმახი, და სხვა.).

13726627_1770273236546436_5602905447647507875_n img_4265img_2900

„ბიზნეს იდეის განხორციელება ნულიდან დავიწყეთ. თავიდან ხელფასიდან დანაზოგს ვიყენებდით. ინვესტირებას დღესაც ვაგრძელებთ, რომ ასორტიმენტი გავაფართოვოთ და მარაგები შევიძინოთ. ჩვენი პროდუქტი დაბრენდილია, ყველას აქვს ეტიკეტი მიკრული, ვადის თუ დასახელების მიხედვით.“

Soplidan.ge-ს მიერ მომხმარებლისთვის ინტერნეტით შეთავაზებული პროდუქტების ფასები საბაზრო ფასებისგან მკვეთრად არ განსხვავდება. „პროდუქტს არ ვყიდულობთ ბაზარში, ანუ მეორე ხელიდან. ვიძენთ სოფელში გლეხისგან (პირველი ხელიდან), რაც გვაძლევს საშუალებას, საიტზე განთავსებული პროდუქტის ღირებულება ძალიან არ განსხვავდებოდეს სტანდარტული საბაზრო ფასისგან. ჩვენს მომხმარებელს სიძვირეზე ჯერ არ დაუჩივლია.“

 Soplidan.ge დარეგისტრირებულია როგორც კვების ბიზნესს ოპერატორი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მიღებული პროდუქცია სუფთა, დაცულ, მაცივრიან საწყობში თავსდება, საიდანაც ყოველ დღე მომხმარებელთან იგზავნება. დამფუძნებლებს განსაკუთრებით ეამაყებათ, რომ შენახვის ვადები და სტანდარტები დაცული აქვთ. როგორც ბიზნეს ოპერატორს, კომპანიის საქმიანობას სურსათის ეროვნული სააგენტო (ჰიგიენის, პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების წესები) აკონტროლებს.

 Soplidan.ge-ს წარმატებული ბიზნესი 2015 წლის გამარჯვებული სტარტაპი გახდა, რომელიც თვით მომხმარებელმა, startup.ge-ს მიერ გამართული სტარტაპების ონლაინ კონკურსის წესით გამოავლინა. ამასთან, Soplidan.ge ბიზნესდაჯილდოების ფინალისტია (523 კომპანიას შორის) ნომინაციაში „წლის აგრობიზნესი“.

13600270_272216559821980_7413278339710689449_n

startup

სამომავლოდ Soplidan.ge-ს დამფუძნებლები სტარტაპის განვითარებას და გაფართოებას გეგმავენ. კომპანია უახლოეს მომავალში, ახალ პროდუქტებთან, დახვეწილ ვებ-საიტთან ერთად მომხმარებელს შესთავაზებს სატელეფონო აპლიკაციას, რაც უფრო კომფორტულს გახდის პროდუქტის შეძენის პროცესს. კომპანიის მესვეურებს ასევე იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ საქართველოში ბევრად მეტ ფერმერთან და ფერმერულ კოოპერატივთან შეძლებენ თანამშრომლობას.

კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათი საქმიანობა მხოლოდ მომხმრებლისთვის არ ქმნის კომფორტს. ეს იდეა ასევე წარმატებით ემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას, ვინაიდან ინტერნეტზე დიდი და შეუზღუდავი ბაზარი მსოფლიოში არ არსებობს, ქართველ გლეხსა და ფერმერს შეუძლია ისარგებლოს ამ დამატებითი შესაძლებლობით და მარტივად, უკვე ინტერნეტის მეშვეობით გააცნოს და შესთავაზოს თავის მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი.

Soplidan.ge -ს მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელი ფერმერებისა და გლეხების პოვნა და მათი პროდუქციით მომხმარებლის მომარაგება მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.facebook.com/soplidan

info@soplidan.ge

557 47 04 41