(032) 2 293 249‬

კატეგორია 2: სპეციალური საგრანტო შესაძლებლობები

ზოგად საგრანტო შესაძლებლობებთან ერთად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპეციალური საგრანტო შესაძლებლობები. თქვენს მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი საგრანტო შესაძლებლობების სანახავად გადადით ბმულზე.
წახალისებული ინვესტიციები:
პროგრამის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში, FAO ხელს შეუწყობს/წაახალისებს კონკრეტული მიმართულების ინიციატივებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ განსაკუთრებული გავლენა  ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ასეთი ინიციატივებისთვის ფინანსური მხარდაჭერა შესაძლოა გაიზარდოს ღირებულების 40%-დან 60%-მდე. სპეციალურად  წახალისებული ინვესტიციების ჩამონათვალი ამჟამად მოიცავს: სპეციალურად წახალისებული ინვესტიციების ჩამონათვალი
ღირებულებათა ჯაჭვის ინვესტიციები:
FAO-ს მიერ, მუნიციპალიტეტებში განხორციელებული წინასწარი კონსულტაციებისა და კვლევების შედეგად შეირჩა რამდენიმე ღირებულებათა ჯაჭვი, რომლებიც ასევე მიიღებენ  სპეციალურ მხარდაჭერას. ამ ღირებულებათა ჯაჭვებში მოქმედი პროექტები შესაძლებელია შეირჩეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ მდებარეობენ ENPARD-ის მუნიციპალიტეტებში. ამასთან, აღნიშნული პროექტები პირდაპირ კავშირში უნდა იყოს და გავლენა  ჰქონდეს მინიმუმ ერთ მუნიციპალიტეტზე. ეს მხარდაჭერა ვრცელდება პირველადი წარმოების შემდგომ ეტაპებზე (მაგალითად: საბითუმო რელიზაცია, შენახვა, დამუშავება, განაწილება…). ამ ღირებულებათა ჯაჭვში პირველადი წარმოების მხარდაჭერა მოიცავს მხოლოდ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს (იხილეთ შემდეგი ნაწილი „მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები“).
შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვები მოიცავს:
  • კარტოფილი ახალქალაქში
  • ბოსტნეული ლაგოდეხში
  • ხორბალი დედოფლისწყაროში
  • რძის წარმოება ყველა 8 მუნიციპალიტეტში
  • ხორცის წარმოება ყველა 8 მუნიციპალიტეტში 
მაგალითად: – ახალქალაქში კარტოფილი პრიორიტეტულ ღირებულებათა ჯაჭვად ითვლება. შესაბამისად, პროგრამას შეუძლია დაეხმაროს (მაგალითად) შესანახ (სასაწყობე) ობიექტს, თუნდაც ის მდებარეობდეს სხვა მუნიციპალიტეტში, თუ შენახვის ობიექტის მიერ შესყიდული კარტოფილის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალქალაქში იქნება შეძენილი. შესაბამისად, ამ ინვესტიციის მხარდაჭერა  პირდაპირ გავლენას ახდენს ENPARD–ის მუნიციპალიტეტზე.
– რძის პროდუქტი ითვლება პრიორიტეტულ ღირებულებათა ჯაჭვად ყველა 8 მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, პროგრამას შეუძლია, მაგალითად, ყველის ქარხნის მხარდაჭერა, თუნდაც ის სხვა მუნიციპალიტეტში მდებარეობდეს, მხოლოდ იმ პირობით, თუ ყველის ქარხნის მიერ შესყიდული რძის მნიშველოვანი ნაწილი შეძენილი იქნება რომელიმე 8 მუნიციპალიტეტიდან. ამ ინვესტიციის მხარდაჭერას პირდაპირი გავლენა აქვს ENPARD– ის მუნიციპალიტეტზე.
მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები:
პროგრამა მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც გულისხმობს მთავარ წარმოებას შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვებში.
მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების სია და შესაბამისი ღირებულებათა ჯაჭვები მოიცავს:
კოოპერატივები:
კოოპერატივები, მინიმუმ 12 თვიანი იურიდიული არსებობით, მისაღები კანდიდატია ინვესტიციებისთვის ყოველგვარი გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე იმის გათვალისწინებით, რომ ისინი საქმიანობენ რომელიმე წინასწარ განსაზღვრულ ღირებულებათა ჯაჭვში. ამ შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერის წილი 60%-მდე გაიზრდება, მაქსიმალური ზედა ზღვრით 50,000 აშშ დოლარამდე.

 

განმახორციელებელი პარტნიორი