(032) 2 22 04 26

b09bee1b357c45ceae6ab41a1084151bგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სხვადასხვა ქვეყნებში სურსათის უზრუნველყოფასა და მდგრად განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს უწყობს ხელს. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ პრიორიტეტებს ატარებს. აქედან გამომდინარე, FAO ქვეყანას სოფლის მეურნეობასა და სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ეხმარება და რესურსების ქსელის როლს ასრულებს. იგი ქვეყნებს პოლიტიკასთან დაკავშირებულ ცოდნასა და წლების გამოცდილებას უზიარებს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შექმნის, დაგეგმვის ხელშეწყობის, ეფექტური კანონმდებლობის შექმნის, ეროვნული სტრატეგიების მომზადების და ცოდნის საველე პირობებში გამოყენების დროს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ტექნიკური დახმარების – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდის პროექტი (ENPARD) დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. ამ ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს შეადგენს და ეფექტური პოლიტიკის შემუშავების გზით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის მეშვეობით გაუმჯობესდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განხორციელების ეფექტურობა.

პროექტის მთავარი მიზნებია: (1) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტურობის გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის საკითხების უკეთესად მართვისათვის, (2) საქართველოში ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროგრამების განხორციელების მხარდაჭერა, (3) სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სპეციფიური კომპონენტების დანერგვაში, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ევროკავშირის ENPARD საქართველოს პროგრამასთან და (4) საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის გაძლიერებისათვის დონორთა კოორდინირების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.fao.org