(032) 2 22 04 26

1გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამა ოც წელზე მეტია მუშაობს საქართველოში. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებით.

სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება საქართველოს შემდეგ ოთხ ძირითად სფეროში: (1) დემოკრატიული მმართველობა, (2) ეკონომიკური განვითარება, (3) გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, და (4) კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია.

ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა 2013 –2016 წლებში ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას აჭარაში. სამწლიანი პროექტის პარტნიორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისი. (ENPARD) – აჭარას მთავარი მიზნებია აჭარაში სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდა, მცირე ფერმერთა, როგორც სოფლის მეურნეობის მთავარი დასაყრდენის, გაძლიერება, და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.ge.undp.org