ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

პროექტის დეტალები

ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა საკუთარი მუნიციპალიტეტების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარ ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ჩამოყალიბებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც ერთად მუშაობენ, რომ მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება და მოსახლეობისთვის დადებითი ცვლილებების მოტანა.
უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ როგორ მუშაობს ახმეტის LAG-ი ადგილობრივების გასაძლიერებლად, მეწარმეობის, ტურიზმის, სერვისებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის გზით.