ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერილი სათბური ახმეტაში

პროექტის დეტალები

გიგა ვენჯელაშვილი, ფერმერი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოდან, გასულ წლებში მხოლოდ კიტრს და პომიდორს აწარმოებდა. ახლა კი, ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, მას ნაკლები ხარჯებითა და გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით სალათის ფურცელიც მოჰყავს, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია.
FAO-ს სპეციალისტები გიგას დაეხმარნენ წვეთოვანი სარწყავი სისტემის, მულჩირების და ბაზოების მოწყობაში, რაც გიგას შესაძლებლობას აძლევს ზამთრის პერიოდში, როდესაც პროდუქტზე მოთხოვნა და ფასები გაცილებით მაღალია, სათბურის გათბობის გარეშე ერთ ჰექტარზე მიღწეული იქნას სალათის ფურცლის იგივე მოსავლიანობა, როგორც ეს მიღწევადია სათბურის გათბობით.