პუბლიკაციები

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას სოფლის განვითარების პროცესში   
თბილისი. 3 ივნისი 2020 – ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) თანამშრომლობით, შემუშავდა სოფლის განვითარებისთვის ადვოკატირების პირველი სახელმძღვანელო საქართველოში “ადვოკატირება სოფლის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის”. სახელმძღვანელო მომზადდა, სოფლის განვითარების უფრო ფართო მხარდაჭერის ფარგლებში, სასოფლო დასახლებებში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივიზმის წახალისების მიზნით. პროცესში ჩართული იყო 150-ზე მეტი წარმომადგენელი თეთრიწყაროს, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ახალქალაქის, ბორჯომის, ყაზბეგის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან.
ადვოკატირების სახელმძღვანელო მიზნად ისახავს უზრუნველყოს სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების შესახებ, ცოდნისა და ინსტრუმენტების გავრცელება საქართველოში, ხელი შეუწყოს მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კონსტრუქციული სამუშაო ურთიერთობების დამყარებას, სოფლის განვითარების პროექტების შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ინსტიტუციურ ჩართულობას და მუნიციპალიტეტების ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდას.
“სამოქალაქო აქტივიზმი სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირში ფართოდ აღიარებული პრაქტიკაა. ის ევროკავშირის მიერ საქართველოში სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდაჭერის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებით და საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ადვოკატირებისთვის მათი შესაძლებლობების ზრდით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს თანამონაწილეობრივი ადგილობრივი განვითარების პროცესის ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ სოფლად ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას უწყობს ხელს,” – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა.
სახელმძღვანელო აერთიანებს სამოქალაქო აქტივიზმის ევროპის წევრ ქვეყნებში აღიარებულ პრაქტიკას და საქართველოში არსებულ გამოცდილებას; მასში წარმოდგენილია როგორც წარმატებული ადვოკატირების მაგალითები საქართველოდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები. სახელმღვანელო მომზადდა თემატური ექსპერტების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ფერმერების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, მცირე ბიზნესის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის შედეგად. ასევე მისი მომზადებისას გათვალისწინებული იქნა განხილვები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან პოლიტიკის შემუშავებაში ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

წალკის ადგილობრივი განვთარების ჯგუფმა Covid-19-ის პირობებში ევროკავშირის საგრანტო კონკურსის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია EuroBus-ით მიაწოდა

10 აპრილი 2020. წალკის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი.  კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) დასახული მიზნების მიღწევას აგრძელებს და წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას...
სრულად

ბროშურები და საინფორმაციო ბიულეტენები

  საინფორმაციო ბიულეტენები   2020 FinExCoop საქართველოს საინფორმაციო ბიულეტინი – ივნისი 2020 – 1 გამოცემა   2016 საინფორმაციო ბიულეტენი, მეხუთე გამოცემა 2016 წლის ივნისი  ...
სრულად

კვლევები და სხვა დოკუმენტები

  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN): ქედის მუნიციპალიტეტის რესურსებისა და საჭიროებების კვლევა CENN-ის პროექტი “ქედა ლიდერი” – რეგიონის განვითარების სახელმძღვანელო     ქეა საერთაშორისო:...
სრულად

ENPARD-ის პროგრამის პარტნიორების წლიური ანგარიშები

2016 “ადამიანი გაჭირვებაში”-ს 2016 წლის შუალედური ანგარიში   2015 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) მეოთხე შუალედური ანგარიში (24 ნოემბერი 2014 – 25 მაისი 2015) გაეროს სურსათისა...
სრულად

ENPARD-ის პროგრამის ოფიციალური დოკუმენტები

FAO: საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა (ENPARD III) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარება (ENPARD II) სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერება (ENPARD I) UNDP: საქართველოს სოფლის მდგრადი...
სრულად

სტრატეგიის დოკუმენტები

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021 – 2027 სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგია 2018-2019 საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა...
სრულად